Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog
ზოგჯერ სიტყვები არაფრის მთქმელია..
გაჩუმდი!..
არ მითხრა სხვისი ხარ, სხვასთან ხარ,
კვლავ ჩემი მეგონო. ასე მირჩევნია..
ნუ მეტყვი ნურაფერს, ნუღარც მომიკითხავ!..
არაფერი არ მჭირს, არც რამე მომივიდა..
გაჩუმდი!..
სათქმელი აღარაფერია..
მიყურე,
სხვა მაინც აღარ დამრჩენია..
ნუ მკითხავ, როგორ ვარ!
ნუ მეტყვი, რას ვშვრები!..
ნუ მკითხავ, სიმართლეს მე მაინც არ გეტყვი.
გაჩუმდი..
გავჩუმდეთ..
სიჩუმით დავდუმდეთ..!
სიტყვები დღეს უკვე არაფრის მთქმელია,
სიჩუმის ნოტები უფრო მეტს მეტყვიან..!
ისევ ვაკვირდები შენს თვალებს სევდიანს,
ფიქრის გამოცნობა თითქოსდა მჩვევია.
და ვიცი ეგ თვალები ჩემთვის არ ბრწყინავენ,
ვიცი, შენი გულიც სულ სხვისთვის ფეთქავს.... და მე..
მე ისევ გავჩერდი უაზრო ეტაპზე!..
გზა არ არსებობს, რომ მოვიდე შენამდე..
არადა მენატრები დღეს გულის ძგერამდე!!..
სისხლის გამოცლამდე..
სულ ბოლო წვეთამდე..!!

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.