Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog
არ დამიძახო,
ვიდრე თავად არ მოვალ შენთან,
არ გამახსენო
შენი თბილი ხელისგულები,
არ გამაღვიძო, სანამ ერთად სიზმარში ვხედავთ,
რომწავედი და მერე ისევ შენთან ვბრუნდები.
ნუ გაიფიქრებ,იქნებ შენი ოცნება -
მექცეს,
შენი გულისთქმა ჩემი სულის ნავსაყუდელად -
ახდება,
თუკი ერთხელ კიდევ გადაძლევ ტკივილს,
და ეს ტკივილი კიდევ ერთხელ გაგიახლდება.
არ დამიძახო,
სანამ ისევ დავყვები ქარებს,
და მარტოობა მათრობს, როგორც ღვინო დოქიდან,
არ იოცნებო,
როცა ერთი ბეღურა ჩიტი
ღია სარკმელთან მოფრინდება და იმედს მოგიტანს.
არდამიძახო, ვიდრე თვითონ არ მოვალ შენთან,
და ვიდრე ხედავ, მთვარე როგორ ქცეულა მისნად,
არ გამაღვიძო, ვიდრე ერთად არ ვნახავთ სიზმრად,
რომ ვკენკავ მარცვლებს შენი თბილი ხელისგულიდან.
არ დამედევნო,
დაე, ისევ იმ გზით ვიარო,
მერე რაა, თუ ეს გზა სავსე არის ეკლებით,
არ დაიდარდო, თუკი ერთხელ გავყვები მზეს და
აღარასოდეს, აღარასოდეს
არ დავბრუნდები

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.