Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
david23 blog

ყველაფერი კარგად იქნება

ნუ დაეცემი,სულს ნუ იტანჯავ,ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება,
იფიქრე კარგი და დაინახავ,რომ ყველაფერი კარგად იქნება !
როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას,შენი ცხოვრებაც ისე იქნება,
გულს ნუ გაიტეხ,გწამდეს უფლისა და ყველაფერი კარგად იქნება !
ტყუილ-უბრალოდ ღელავ და შიშობ,ნუთუ ვერ ხვდები,რომ არ გიხდება,
ნუ შიშობ,უფლის იწამე მარად და ყველაფერი კარგად იქნება!
როცა ვარდები დეპრესიაში და და შენი ტანჯვა ატყობ იწყება,
მაშინ მოუხმე თვით შთაგონებას,თქვი ყველაფერი კარგად იქნება !
რომ დაგარწმუნონ შენ იღუპები,შენი სიცოცხლის წამი ითვლება,
რწმენას მოუხმე და შენ იხილავ,რომ ყველაფერი კარგად იქნება !
თუ ცოდვები გაქვს,სული დაეცა,ღმერთი არ გტოვებს,შენსკენ იხრება,
ის მოწყალეა ყველა ცოდვილის და ყველაფერი კარგად იქნება!
როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს და შენი გული ბოღმით ივსება,
ერთადერთის რაც გადაგარჩენს,თქვი ყველაფერი კარგად იქნება !
დიდი ნიჭია თავშეკავება,ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება,
როცა ამ ნიჭს ფლობ შენ უკვე იცი,რომ ყველაფერი კარგად იქნება!
როცა ირწმუნებ ამ სიტყვის ძალას და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა,
სხვებს აუხსენი და შთააგონე,რომ ყველაფერი კარგად იქნება!
როდის იქნება?როგორ იქნება?როცა კითხვები გულში ისმევა,
ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს,ღმერთის წყალობით სულ ყველაფერი კარგად იქნება !!!


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline david23 (30)
საქართველო, მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.