Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lika-agapi blog

unda gvejoret tu ara ..

მე მოგიყვებით ისეთ ისტორიებს რომლებიც თავად გადამხდა…. imageესე იგი, მე და ჩემი ძმა პატარები ვიყავით და ბებიასთან ერთად სოფელში ვისვენებდით… ყოველთვის საშინელი ბავშვი ვიყავი და ჩემი ძმა რადგან ჩემზე პატარა იყო ვაწვალებდი… ერთ დილით გადავწყვიტე არა ბალიშის თავში ჩარტყმით, არამედ რამე 2გინალურით გამეღვიძებინა და იდეამაც არ დააყოვნა… ხმა დავიბოხე და ყურში ჩავყვირე “ადექი მგელი მოვედი მეთქი!” ჩემი ძმა რა თქმა უნდა დაფეთებული წამოხტა, მე კი სიცილით ვიგუდებოდი, მიხაროდა რომ ამ გაღვიძების წესმა გაამართლა და დავცინოდი მშიშარა ხარ მეთქი… მაშინ ვერაფერი შევამჩნიე მაგრამ აღმოჩნდა რომ თურმე ჩემ ძმას ენა “დაებლუკა” ვეღარ ლაპარაკობდა გამართულად, ლაპარაკის დროს ერთიდაიმავე მარჩვლებს იმეორებდა რამდენჯერმე… მოკლედ მშობლებს არ უთხრა რატომ დაემართა მაგრამ სინდისმა შემაწუხა და თავად ვთქვი…. მშობლები გაბრაზდნენ, მაგრამ რა უნდა ექნათ? დაიწყეს მისი წაყვანა ექიმებთან, ე.წ. “ჯადოქრებთან” (თაღლითები :D), ექიმბაშებთან და მოკლედ ყველგან სადაც შეიძლებოდა, მაგრამ ვერაფერი უშველეს… უკვე ხელის ჩაქნევას აპირებდნენ, როდესაც დედაჩემმა სიზმარში ნახა თავისი გარდაცვლილი “პაპა” (ბაბუა) რომელმაც უთხრა, რომ საღამოს მისი საფლავის Qვის უკან დაედგათ მისივე დოქით წყალი, დილით კი წამოეღოთ და ჩემი ძმისთვის დაელევინებინათ… 1 კვირაც არ იყო გასული როდესაც ჩემმა ძმამ გამართულად დაიწყო ლაპარაკი, იმაზე უკეთ ვიდრე შეშინებამდე….
ერთხელ სოფელში ვიყავი (ისევ სოფელი), ოღონდ ამჯერად მარტო მე და ბებიაჩემი… ზამთრის არდადეგები იყო და გავციცდი, ძალიან მაღალი სიცხე მქონდა, ყელი მიშრებოდა… მოკლედ ვკვდებოდი რა… ბებიაჩემს ვთხოვე “კომპოტის” მოტანა, ისიც გავიდა… თვალებს კარგად ვერ ვახელდი ყველაფერს ბუნდოვნად ვხედავდი მაგრამ ის კარგად დავინახე რომ ოთახში ვიღაც შემოვიდა ვიფიქრე ბებიაჩემი დაბრუნდა, და ვუთხარი რა მალე მოხვედი მეთქი, და როგორც კი შეამჩნია, რომ მეღვიძა გაქრა… ვიფიქრე სიცხე მაქ და მოლანდებები დამეწყო მეთქი, მაგრამ როდესაც ბებიაჩემი დაბრუნდა მაინც ვკითხე შენ ხომ არ იყავი მეთქი… მან მითხრა, რომ არა… და სიცხე ისევ გამისინჯა მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ ძალიან მაღალი სიცხე მქონდა (ზუსტად არ მახსოვს რამდენი 40ზე მეტი იყო რამდენიმე ხაზით)… მაგრამ აღმოჩნდა რომ სიცხე საერთოდ აღარ მქონდა… არც ყელი მიშრებოდა… და არაფერი მსგავსი.. კარგად ვიყავი…. ხშირად მიფიქრია ვინ იყო ილ ქალი (შეიძლება სულაც არ იყო ქალი, მე უბრალოდ ქალს მივამსგავსე), ის ხოლ არც კი შემხებია და უკვე კარგად ვიყავი, ან რატომ გაქრა?….2 ვარიანტი მქონდა ვფიქრობდი რომ ის ბებიაჩემის გარდაცვლილი დედა იყო რომელსაც ჩემი შეშინება არ უნდოდა და გაქრა…. ან სახლის ანგელოზი რომელმაც გადაწყვიტარომ სიკვდილისთვის პატარა ვიყავი :D…. მე ორივე ვერსია ძალიან მომწონდა….
სახლშიც გადამხდენია რაღაც ამდაგვარი…. მარტო ვიყავი და მესმოდა სამზარეულოდან რაღაც ხმაური მაგრამ კომპიუტერთან ვიჯექი და დამეზარაადგომა :D (როგორც ყოველთვის), მაგრამ უი შუქი ჩაქვრა ჩემს ოთახში მაგრამ კომპიუტერი არ გათი შულა… ავდექი და ავანთე :D აბა სიბნელეში ხომ არ ვიჯდებოდი?! სამზარეულოდან ისევ მესმოდა ხმაური…. მერე გამახსენდა რომ არსებობს “დამავოი” მიუხედავად იმისა, რომ არ მჯეროდა… ვიცოდი რომ თუ ყურადღებას არ მივაქცევდი თავს დამანებებდა… ჰოოო და არ ვაქცევდი მარა მივხვდი, რომ სამზარეულო წესით თავდაყირა უნდა ყოფილიყო, და მეც ავდექი და შევედი…..ნეტა არ შევსულიყავი… ჩემი ფიქრები გამართლდა…. სხვა რა გზა მქონდა ყველაფერი მივალაგე… როდესაც ვალაგებდი მესმოდა ბავშვის სიცილი თითქოს უხაროდა რომ გამაწვალა :(… მერე მითხრეს, რომ მათი არსებობა თუ გჯერავს სულ ეგრე იქნებაო… კინაღამ გავგიჟდი როცა წარმოვიდგინე ყოველდღე სამზარეულოს ლაგება რომ მომიწევდა…. ამ ყველაფრის შემდეგაც გადმოვარდნილა ესა თუ ის ნივთი მაგიდიდან და როდესაც ავიღებდი ხმამაღლა ვამბობდი: “უი კუთხეში დამიდია და გადმოვარდა-მეთქი” ამის შემდეგ ნელ-ნელა შემცირდა ასეთი ფაქტები… თითქმის აღარ ვახსოვარ… :( კარგია ცოტა დავისვენე… მაგრამ რაღაცნაირად მენატრება ხოლმე, თან მაგის სიცილი ძალიან მომწონდა… ისეთი საყვარელი სიცილი ჰქონდა…. შეიძლება დამცინოთ, მაგრამ სიამოვნებით ვიმეგობრებდი და ვეთამაშებოდი თუ დამენახებოდა….. რამდენჯერმე ვთხოვე კიდეც მაგრამ…
მოკლედ თუ გსურთ დაიჯერეთ, თუ არა- ნუ დაიჯერებთ მე მოვყევი ის, რაც თავს გადამხდა… დანარჩენი თქვენ იცით ;)…..


წყარო: უცნაური ბლოგი


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.