Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lika-agapi blog

uLAMAZESI ADGILI

image

რატომ ჰქვია აფრიკის თვალი? დახედავთ თუ არა ამ ადგილის ფოტოებს, მაშინვე მიხვდებით პასუხს. ეს არის ადგილი, რომელიც მდებარეობს აფრიკაში, საჰარის უდაბნოს დასავლეთ ნაწილში, უფრო კონკრეტულად კი ცენტრალურ მავრიტანიაში.


დამერწმუნეთ, ეს არის ერთ-ერთი საოცარი და ძალზე იშვიათი ხედი, რომელიც კი შეიძლება დაააფიქსიროთ დედამიწის ზურგზე... მათ, ვისაც უყვართ ბუნება და იზიდავთ ეგზოტიკური სანახაობანი, ეს ადგილი დიდ შთაბეჭდილებებს ჰპირდებათ.


ჩნდება კითხვა: როგორ მოხდა ხმელეთის ამგვარი გეოლოგიური ფორმირება? მოკლედ გეტყვით, რომ დღემდე მიმდინარეობს კამათი მეცნიერთა შორის ამის შესახებ.


ზოგიერთი მეცნიერი ამბობს, რომ საბოლოო სახე ამ ადგილმა მიიღო გეოლოგიური ფენების სიმეტრიული ურთიერთგანლაგების საუძველზე; უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეროზიის პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა ათასობით წლის განმავლობაში, საბოლოოდ მოგვცა ამგვარი გეოლოგიური სურათი.


ზოგი მეცნიერი აცხადებს, რომ მეტეორის ჩამოვარდის შედეგად შეიძლება გაჩენილიყო ეს ადგილი.


არის კიდევ ისეთი ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, ძლიერმა ჰაერნაკადმა წარმოშვა ის... თუმცა ვერსიებს რა გამოლევს?!


რაც შეეხება "აფრიკის თვალის" პარამეტრებს, ის 50 კმ დიამეტრის სიგრძისაა და არის წრიული ფორმის (თანაც სიმეტრიულად წრიული ფორმის). დიახ, ის ძალიან დიდია... ამიტომაა, რომ მისი დანახვა შესაძლებელია კოსმოსიდანაც.


პირველად ეს ადგილი დაფიქსირდა სწორედაც რომ კოსმოსიდან, ოთხი ასტრონავტის მიერ, 1965 წლის ივნისში.


ახლა კი წარმოგიდგენთ ფოტოებს, რომლებიც დაფიქსირდა ღია კოსმოსიდან:




image


image


image














image


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.