Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lika-agapi blog

becedi da adamianis xasiati.

imageყველა ადამიანი სხვადასხვა თითზე ატარებს ბეჭედს.აღმოჩნდა, რომ მას არა მხოლოდ აქსესუარის ფუნქცია აკისრია, არამედ მისი მფლობელის ხასიათზეც გვაწვდის ინფორმაციას, იმის მიხედვით, თუ რომელ თითზეა გაკეთებული.

მათ, ვინც ცერა თითზე ატარებენ ბეჭედს, მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა სურთ.ეს განსაკუთრებით მამაკაცებს ეხებათ, რომლებსაც უნდათ თავდაჯერებულები იყვნენ, უპირველეს ყოვლისა, სექსუალურ სფეროში.ძველ რომაელებსაც სწორედ ამიტომ ეკეთათ ცერა თითზე რკინის ბეჭედი, რაც, მათი წარმოდგენით, მამაკაცურ ძლიერებას იცავდა და მფარველობდა.

ბეჭედი ნეკა თითზე ნიშნავს, რომ მის მფლობელს არ სურს დაქორწინება და იგი საერთოდაც ძალიან დამოუკიდებელი და თავისუფალი ადამიანია, რომელიც ვერ აიტანს შეზღუდვებს და არც ოჯახურ რუტინას შეეგუება.

საჩვენებელ თითზე ბეჭდის ტარებას ძველ დროში მითიური დატვირთვაც კი ჰქონდა.ითვლებოდა, რომ ამ თითზე ბეჭდის გაკეთებით ყველაზე მორიდებული და მერყევი ადამიანიც კი თავდაჯერებული და ძლიერი ხდებოდა.სწორედ ამიტომ, მეფეები ხშირად ატარებდნენ ბეჭდებს ასე, რაც მათ მბრძანებლურ ხასიათს უსვამდა ხაზს.აქედან გამომდინარე, მიჩნეულია, რომ ამ შემთხვევაში ბეჭდის მფლობელი, მიზანდასახული, ძალაუფლებისმოყვარე პიროვნებაა.იგი ყველანაირად ეცდება მიაღწიოს მიზანს და არცერთი საფრთხის წინაშე არ დაიხევს უკან.

ბეჭედი შუა თითზე გვატყობინებს, რომ მისი მატარებელი ზედაპირული ურთიერთობების მოყვარულია.მას ძალიან მოსწონს თავისი გარეგნობა და ყოველთვის ყურადღების ცენტრშია.ასეთ ადამიანებს ასევე ცოტა ამპარტავნება და ზედმეტი პატივმოყვარეობაც ახასიათებთ, თუმცა ტყავიდან ძვრებიან, რომ გარშემომყოფებს თავი მოაწონონ.

და ბოლოს, ბეჭედი არათითზე - ყველაზე პოპულარული ვერსიაა, რომ მისი მფლობელი დაქორწინებულია, თუმცა ვინც ამ თითზე ბეჭედს არა მხოლოდ თავისი ოჯახური მდგომარეობის დემონსტრირებისთვის ატარებს, გამოუსწორებელი რომანტიკოსია.ასეთი ადამიანი მიდრეკილია ფუფუნებისკენ და სილამაზის აღქმის გამორჩეული უნარი აქვს, იგი ტკბება ცხოვრებით და მიისწრაფის სასიამოვნო შეგრძნებებისაკენ.


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.