Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
david23 blog

იდუმალი

თვითონაც არ ვიცი რა მინდა. უბრალოდ გამოჩნდი, მოხვედი , შემოხვედი , ადგილი იპოვე და დარჩი ჩემს ცხოვრებაში.
იცი? განსაკუთრებული ხარ . განსხვავებული ხარ ყველლასგან ვისაც ვიცნობ, შენ ის ხარ , ის ვინც ვერასოდეს წარმომედგინა , ვერც ოცნებებში , ვერც რეალობაში , შენს სახეს, შენს პიროვნებას ვერ დავხატავდი. ამოუცნობი ხარ, ყველაზე ამოუხსნელი ამოცანა რაც კი ოდესმე ამომიხსნია, ისეთი იდუმალი ხარ, ძნელად გასაგები, მაგრამ მე მაინც უსიტყვოდ მესმის შენი. არარეალური ხარ , შენნაირები არ არსებობენ, მხოლოდ შენ ხარ და შენც არ ხარ ხანდახან. ახლოს ხარ და მაინც ძალიან შორს ხარ . გიყურებ და სივრცეს ვხედავ , უკიდეგანო, უნაპირო, უსასრულო , აზრებით , სითბოთი სავსე სივრცეს. ეს შენ ხარ , მაგრამ შენ არ ხარ. Dძალიან ახლობელი ხარ ჩემთვის და ძალიან უცხო. უზომოდ მიყვარხარ და თან არ ვიცი მიყვარხარ თუ არა . ისეთი რაღაცნაირი ხარ , ისეთი იდუმალი არც კი ვიცი საიდან უნდა წამოვიდე , რომ შენამდე მოვიდე.
მე ბევრი რაღაც ვიცი შენზე და თან არაფერი არ ვიცი. ჩემ წინ ზიხარ და თემას ვერ ვპოულობ რაზე გელაპარაკო რომ შენში შემოვიდე, შენ დავინახო, შენ გავიცნო , შენ აგალაპარაკო. ვიწყებთ და ვჩუმდებით , ზოგადი საუბრები და თან კონკრეტული . მე მიყვარს ის მუსიკა რომელსაც შენი ცხოვრება ქმნის, მე ყველას მუსიკა მიყვარს მისიც, ამისიც , ჩემიც , მაგრამ შენი განსაკუთრებით, როცა შენ გისმენ მივფრინავ, ვიძირები, ვიკარგები უსასრულობაში , იდუმალებაში, ლანდებს შორის დავფრინავ და არ მინდა გამოფხიზლება, არ მინდა შენი მუსიკა შეწყდეს, არ მინდა შენ შეწყდე , არც ის მინდა მე შევწყდე, ჩემი მუსიკაც ლამაზია , მაგრამ შენი უფრო იდუმალია. როცა გხედავ ხმა მესმის, შორეული , მუსიკის ხმა, ეს შენი ხმაა შენი სულის იდუმალი ხმა.
ამბობენ თვალებით ყველაფრის გაგება შეიძლებაო, რას მეუბნებიან შენი თვალები? როცა მათ ვუყურებ არაფრის დანახვა აგარ მინდა დედამიწაზე, მე მათში ყველაფერს ვხედავ რისი დანახვაც მახარებს, იცი კიდევ რას ვხდეავ შენს დიდ , გაურკვეველ თვალებში? ჩემს თავს ვხედავ, და ეს მახარებს, მე ხანდახან გხედავ, და ხანდახან ვხედავ ჩემს თავს შენს ულამაზეს თალებში, მაშინ შენც ჩემს თვალებში ხარ ხოლმე. მე შენს ფიქრებშიც ვარ ისევე, როგორც შენ ხარ ჩემს ფიქრებში. მე შენს ქცევებშიც ვარ , ისევე როგორც შენ. მე შენს რწმენაშიც ვარ , ჩვენ ერთნაირად გვწამს, ჩვენ ერთნაირად ვითხოვთ , ერთნაირად ვიღიმით , არა ვიტყუები , მე უფრო ხშირად ვიღიმი და მე უფრო ხალისიანად და ბავშვურად ვიღიმი. შენს გიმილში კი სევდაც არის და სერიოზული გამომეტყველებაც. შენ იშვიათად იღიმი და ეს დღესასწაულია ჩემთვის , ისეთი შორს ხარ და მე ისე ახლოს აღგიქვამ, შენ ჩემი ხარ და მე ვარ შენი. მე შენში ვხედავ ჩემს თავს და ჩემში შენ გხედავ ხანდახან. ხანდახან მე შენ ვარ და შენ მე ხარ , ჩვენ ისინი ვართ და ისინი ჩვენ არიან. ხანდახან ყველა ყველა ვართ და არავინ არავინ ვართ . ხანდახან ყველა ერთი ვართ და ერთი ყველა ვართ . Yველა ერთმანეთისთვის ვართ და უერთმანეთოდ არაფერი ვართ .
მე ამას თქვენ ყველას გიძღვნით . მიყვარხართ ყველა.
რატომ დავწერე?? არ ვიცი , კიდევ დზალიან ბევრი რამის თქმა მინდა მაგრამ ვეღარ ვამბობ. Aზრები გამეყინა, გავჩუმდი, შევწყვიტე, მაინც ვერ გადმოვეცი რაც მაწუხებდა. ხანდახან რაღაც რომ გაწუხებს და ვინმეს ეტყვი მერე აგარ გაწუხებს ხოლმე. მე მინდა რომ ყველაფერი კარგად იყოს, “თუ რამე დზალიან გინდა აუცილებლად აგისრულდება , უბრალოდ მთავარია კარგად შეარჩიო სურვილი”.


Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline david23 (30)
საქართველო, მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.