Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
aNNa blog

არსებობს ბედნიერება

-ბედნიერი ხარი
-არა.
-რატომ ვითომი
-შენ ვერ გაიგებ.
-მართლაც არ მესმის, ძმაო. სიყვარული, სიკეთე, ოჯახი, დაფასება, ფული, ქალები, რა გაკლია რაი!
-ვერ გაიგებ მაგრამ, შევეცდები აგიხსნა.
-სცადე, იქნებ არა ვარ სულელი.
-ადამიანები, ზრუნავენ აწმყოზე, მომავალზეც. აქვთ მიზნები და ამ მიზნებამდე მისაღწევად, ათასგვარ ხეხრს ხმარობენ. მნიშვნელობა არ აქვს მიზანს, იქნება ეს, მეორე ნახევრის პოვნა, უბრალოდ ოჯახის და პირადი კეთილდღეობა, ავტორიტეტი, თუ რაიმე სიბილწე. ძალიან ცოტა ცდილობს მიზანს მიაღწიოს, პატიოსნად. და არავინ ცდილობს ეს მიზანი იყოს, ზნეობრივად გარართლებული. ყველას გვაქვს, შემზარავი ძრახვები და აზრები. ეს იმის ბრალია რომ ვართ ზედმეტად ჭკვიანები, მაგრამ არ გაგვაჩნია ამ ჭკუის სამართავი გონი. ყველა ადამიანი ოცნებობს, ოცნებობს ყველაფერზე, გარდა უმანკოებისა...
-მოიცა! რა არის უმანკოებაი
-ერთი სიტყვით გეტყვი. უმანკოება ეს, ბავშვობაა. ნუთუ არასოდეს გიოცნებია იყო ბავშვიი მე საშინლად მინდა ისევ იმ დროში. როცა ვერ ვხედავდი შურს, შუღლს, ბოროტებას. მწამდა რომ, ყველა იყო გულწრფელი, როგორც ლამაზ ზღაპარში. ვერ ვამჩნევდი ადამიანების ფარისევლობას მათი ''კეთილი'' საქციელის მიღმა. ვერ ვამჩნევდი იმ საშინელ, დაძაბულ მზერას, რომლითაც ერთმანეთს უმზერენ და ცდილობენ ერთურთის ბილწი აზრები გაშიფრონ. უბრალოდ, არ მჯეროდა ამ ყველაფრის. აი მაშინ ვიყავი ბედნიერი. ვხვდები რომ ასე სრულყოფილად აღარასოდეს განმეორდება ბედნიერება.
-შენ გიჟი ხარ ძმაო.

Tags:

 
Interesting
positive votes: 8  |  negative votes: 0

Write comment:

mesxy (31)
ბედნიერება იქ არის სადაც ჩვენ ხშირად არ ვეძებთ და გვიან კი.....ღმერთმან რა მალე გასულა დრო.......
#3, 15.01.2013 - 12:35
Annita (29)
:)))
#2, 04.12.2012 - 19:09
ardoteli (26)
შენ გიჟი ხარ ძმაო.
#1, 03.12.2012 - 04:41
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.