Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
X-sTyLe blog

რატომ არ უყვართ მამაკაცებს საკუთარ გრძნობებზე ღიად საუბარი

მამაკაცებს სწორხაზოვანი აზროვნება და ყველაფრისადმი საქმიანი დამოკიდებულება ახასიათებთ, მაგრამ თუკი საქმე რომანტიკულ, სასიყვარულო ურთიერთობებს ეხება, ძლიერი სქესის წარმომადგენლები დუმილს ან საკითხისთვის გვერდის ავლას ამჯობინებენ. ზოგიერთ მამაკაცს კი ფუჭ საუბრებს გრძნობების გამოხატვა და მოქმედება ურჩევნია. როდესაც ურთიერთობა სტაბილური ხდება, რომელსაც ლოგიკურად ქორწინება უნდა მოჰყვეს, მამაკაცები ორჭოფობას იწყებენ. ისინი დიდხანს ფიქრობენ, აქვთ თუ არა ბედნიერი ოჯახური ცხოვრების შანსი თავიანთ რჩეულთან, წონიან მის ყველა დადებით და უარყოფით მხარეს, თითქოს იმაში დასარწმუნებლად, რომ არსებული იდილია უსასრულო იქნება.

მამაკაცებს რომ ჰკითხოთ, ხელახალი შესაძლებლობის შემთხვევაში ვის აირჩევდნენ ცხოვრების თანამგზავრად, უმრავლესობა საკუთარ ცოლს დაასახელებს. ქალი, რომელიც ცდილობს თანამოსაუბრეს ყურადღებიან მსმენელად ეჩვენოს, ამასაც კი სიტყვიერად გამოხატავს - "დიახ", "გასაგებია". ეს მათი მეთოდია. მამაკაცები კი თანამოსაუბრეს მდუმარედ უსმენენ. ეს მათ უყურადღებობას სულაც არ ნიშნავს, რადგან ისინი ამ დროს ფიქრობენ და ნათქვამს აანალიზებენ. მამაკაცებს პარტნიორთან წარმატებულ ურთიერთობაში ხშირად საერთო საქმიანობა და ინტერესები ეხმარება, ოღონდ მათ უნდა ჰქონდეთ პირადი სივრცე და დრო საკუთარი ინტერესებისთვის. ქალებს ნეგატიური გამოცდილება დიდხანს მიჰყვებათ, მამაკაცები კი უსიამოვნებების სწრაფად დავიწყებას ცდილობენ, რაც ხშირად ქალსა და მამაკაცს შორის გაუგებრობის მიზეზად იქცევა. ქალს წამოჭრილი პრობლემებისა თუ კამათის მიზეზის პარტნიორთან ერთად გაანალიზება სურს, მამაკაცმა კი ისინი უკვე დაივიწყა. ამიტომ წარსულზე საუბარს კაცი ყოველთვის გაურბის. მამაკაცები შეუვალები არ გეგონოთ, ისინი, უბრალოდ, პირდაპირები არიან, საუბრობენ შეუნიღბავად და ყველაფერს თავის სახელს არქმევენ. მამაკაცებს უყვართ, როდესაც აქებენ, და ეს სულაც არ არის ბანალური. დამტკიცებულია, რომ 60 წლამდე ასაკის მამაკაცთა უმრავლესობა დღეში ერთხელ მაინც ფიქრობს სექსზე, როცა იგივე ფიქრები ქალთა მხოლოდ მეოთხედს აქვს. მამაკაცების სექსუალური წარმოსახვა გაცილებით უფრო მრავალფეროვანია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ლამაზ ქალს უყურებენ. მაგრამ, მათდა სამწუხაროდ, ფიქრს ყოველთვის მოქმედება არ მოსდევს. მამაკაცთა უმეტესობას ჰგონია, რომ სექსის დროს ისინი არიან ინიციატორები, მაგრამ სულაც არ იტყოდნენ უარს, სადავეებს სუსტი სქესის წარმომადგენლები რომ დაუფლებოდნენ. როდესაც მამაკაცი გარკვეულ სიტუაციაში სექსს თავს არიდებს, ეს ბევრ ქალს უკვირს და აეჭვებს. მაგრამ თქვენი მეორე ნახევარიც ხომ ადამიანია, მასაც შეიძლება ჰქონდეს ბევრი სამუშაო და სტრესული სიტუაცია, ან, უბრალოდ, უგუნებოდ იყოს. როდესაც მამაკაცი ამბობს: "დღეს არა!", - ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქალის მიმართ ინტერესი დაკარგა, უბრალოდ მას ტაიმ-აუტი სჭირდება. შეყვარებული მამაკაცისთვის მეტად მნიშვნელოვანია საყვარელი ქალის სურვილების ასრულება, ოღონდ ქალმა უნდა უთხრას, რა სურს, რომ მას რაიმე არ გამორჩეს. ქალებს კი ზოგჯერ ერიდებათ საკუთარი სურვილების გამხელა. ამაოდ - თქვენი რჩეული თავს კარგად მაშინ იგრძნობს, როცა თქვენ გასიამოვნებთ. ურთიერთობის მოგვარება - ეს ორი ადამიანის ჩასატარებელი რუტინული სამუშაოა. მოჩვენებითია ურთიერთობებისადმი მამაკაცების ზერელე დამოკიდებულება. ბევრს კარგად ესმის: თუკი საკუთარ ეგოიზმს საყვარელ ადამიანს ანაცვალებს, თავადაც ცუდად იქნება. ხშირად ესაუბრეთ და მოუსმინეთ ერთმანეთს, ნუ ჩაიხვევთ გულში წყენას. მაშინ კი ღრმა სიბერემდე სიამტკბილობით იცხოვრებთ.


Tags:

 
Interesting
positive votes: 5  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.