Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
david23 blog

დღეს უშენობის სახლში მიწევს მე არსებობა,

,დღეს უშენობის სახლში მიწევს
მე არსებობა,
თითქოს ლოდინიც გათანგულა
ცრუ მოლოდინით,
ვცდილობ განვაგრძო უშენობით
ჩემი ცხოვრება,
თავდაკარგული გადაჩვევას
ავედევნები…

დღეს უშენობის მერამდენე
წუთებს დავითვლი,
დრო და წამები მატარებენ
ხელის გულებზე,
შენთვის ვინ იცის, იქნებ სწრაფად
მიქრის დღეები,
ჩემთვის კი… ვითვლი, უშენობის
საუკუნეებს…

დღეს უშენობის ოცნებებში
მიწევს გაფრენა,
ახლა ფიქრებმაც უმიზეზოდ
იწყეს ჩაფერფვლა,
სიკვდილის ჩრდილი აედევნა
სიცოცხლეს ლანდად,
იქნებ კონტურებს მიღმა ვცადო
შენი დაკარგვა…

დღეს უშენობის ვეგებები
მერამდენე სხივს,
თითქოს მძულს კიდეც გაყინული
გარიჟრაჟები,
ღამის ქარიშხალს გავუწოდებ
თითებს გაცრეცილს,
სხეულს დავტოვებ, ასე უხმოდ
გავედევნები…

დღეს უშენობის მერამდენე
სტრიქონებს დავწერ,
თუმცა სიტყვები ფერს კარგავენ
გრძნობების ფონზე,
ისე მიყვარხარ აი ახლა…
გაგიჟებამდე…
მონატრებას კი…ხიდად გავდებ
გადაჩვევამდე…”

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline david23 (29)
საქართველო, მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.