Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
david23 blog

ისევ დამათენდა

ისევ დამათენდა თავზე გაზაფხული...
და მეც,
მერამდენე დილას ვეგებები...
მინდა ცოდვებისგან, ასე დაღალული...
გული დავიმშვიდო და მზეს შევეგებო...

მოდი, ტკივილისთვის მაინც გამიმეტე...
თორემ,
მარტო ყოფნით გული გამისკდება...
წარსულს დასავიწყად ისევ ვერ ვიმეტებ...
ისევ ვიხსენებ და აწმყო მავიწყდება...

იქნებ, არც დილაა ისე ცარიელი...
მე რომ მეჩვენება,
ახლა ჩემებურად...
შენთვის ვიმედობ და გულს ვაცარიელებ...
შენთვის ველოდები დილას ძველებურად...

იქნებ ტკივილისგან გული დამელიოს...
იქნებ ავიხდინო მაინც ოცნებები...
ისე გამაგიჟო,
თავგზა ამერიოს...
ისევ შენს სიყვარულს ვოცნებობდე...

მოდი, მიწილადე შენი სიმარტოვე...
ერთად გავამხნევოთ,
დილა სევდიანი...
შენთვის გაცოცხლებულ გულს ნუ მიატოვებ...
თორემ შემომხედე, როგორ ვსევდიანობ...

მოდი სასთუმალთან, ისევ გამიღიმე...
და ცის ნამცეცებით,
დილა დავაპუროთ...
ახლა მეშინია, რომ არ გამიცივდე...
მინდა სიყვარული საბნად მოგახურო...

თუკი მელოდები, შენთან შემომიშვი...
მერე გამიტყუე სადმე,
მოგონებად...
მე ხომ, შენს სიყვარულს უკვე ვერ მოვიშლი...
მე ხომ, შენი კოცნა დღემდე მაგონდება...

ისევ შენს ფიქრებთან ყოფნა დავაპირე...
ისევ გავატანე ღამეს,
სიმარტოვე...
ჩემი სიყვარული ფეხქვეშ დაიფინე...
ოღონდ წარსულივით, მარტო ნუ დამტოვებ...

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

zviadk (45)
მიხარია ჩემი ლექსი რომ მოგწონთ :)

---------------------
www.zviad.runet.ge
#1, 08.12.2012 - 15:49
 

User
offline
offline david23 (28)
საქართველო, მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.