Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nonachia blog

იყავი ბედნიერი დღეს

ბედნიერებისთვის დღევანდელ დღეზე შესაფერისი მომენტი არ არსებობს. ბედნიერება პროცესია და არა მიმართულება. ისე იმუშავე, თითქოს ფული სულ არ გჭირდება, ისე შეიყვარე თითქოს გული არასოდეს უტკენიათ, ისე იცეკვე, თითქოს ვერავინ გხედავს. გახსოვდეს კანი ჭკნება, თმა თეთრდება, დღეები კი წლებად იქცეიან, მაგრამ ის რაც უმთავრესია არ იცვლება, შენს ძალასა და აზროვნებას ასაკი არ გააჩნია. შენი სული ის ბუმბულია, რომელიც აბლაბუდებს არღვევს, ყველა დასასრულის უკან ახალი დასაწყისია, ყველა შედეგის უკან – ახალი მიზანი. ვიდრე ცოცხალი ხარ იცოცხლე. წინ წადი მაშინაც კი, როცა უკვე ყველას ჰგონია, რომ დაეცემი.

გაიღიმე თუნდაც ტკივილით კვდებოდე.... მიდიან ისინი ვინც ვერ შეძლეს შენი სიყვარულის ატანა, მიდიან მხდლები და არა მამაცები , მიდიან როცა ადამიანს ყველაზე მეტად ჭირდება გვერდში დგომა და არა მიტოვება .. მიდიან ისე რომ ტოვებენ კითხვებს და არა პასუხებს , მიდიან სწრაფად და დაუმშვიდობებლად, მიდიან სადღაც უცხო მხარეში , უცხო მკლავებში თუმცა ნაცნობ ვნებებთან რაც შენთან ისწავლა....მაგრამ, კვლავ გაიღიმე, ისევ გაიღიმე, ვიღაც შენთვისაც არსებობს, რომლესაც, შენი ღიმილი, სულზე მალამოდ ედება.... ის კი წავიდეს, ჰოო, წავიდეს... კვლავ გაიღიმე,ისევ გაიღიმე. ცხოვრება მის გარეშეც მშვენიერია..
******
არ დაიჯერო, მიგატოვე, ღმერთია მოწმე
სულ ფიქრით ვთელე უშენობის მკრთალი მირაჟი
წუხელ სიზმარში სანატრელი თვალები ვკოცნე
მომენატრე და შეგაწუხე წუხელ სიზმარში.
არ დაიჯერო განშორება გამიადვილდა
ეკლიან ჯვარზე ზვარაკივით ვეცვი ვეწამემე
წარსულ დღეებს გაგახსენებ ისევ თავიდან
და ნაღვლიანად გადმოგვხედავს ვიღაც მესამე...
არ დაიჯერო მიგატოვე, ღმერთია მოწმე
სულ ფიქრით ვთელე უშენობის მკრთალი მირაჟი
წუხელ სიზმარში სანატრელი თვალები ვკოცნე
მომენატრე და შეგაწუხე წუხელ სიზმარში....

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

nonachia (38)
მომენატრე და ეკლიან ჯვარზე ზვარაკივით ვეცვი ვეწამემე
#4, 30.01.2013 - 14:51
noza103 (23)
ისე იმუშავე, თითქოს ფული სულ არ გჭირდება, ისე შეიყვარე თითქოს გული არასოდეს უტკენიათ, ისე იცეკვე, თითქოს ვერავინ გხედავს. < es rogor xdeba? )
#3, 30.01.2013 - 14:50
nonachia (38)
ვიღაცას შენი ღიმილი სულზე მალამოდ ედება ...
#2, 11.12.2012 - 15:44
ყველა დასასრულის უკან ახალი დასაწყისია,...
#1, 11.12.2012 - 15:33
 

User
offline
offline nonachia (38)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.