Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
raibuli1979 blog

...............

საოცარ სიზმრებს ვხედავ ღამღამობით: ხან მეჩვენება, რომ ჰაერში დავფრენ, მერე ქვემოთ ვეშვები, მიწის გულში ჩავდივარ და იქ მისი გულის ბაგაბუგს ვისმენ.
სუნთქავს მიწა.
როგორც კაცი, ამოისუნთქავს და მერე სადა და როდის ჩაისუნთქავს.
თითქოს სუნთქვის ხმაც მესმის.
მიწის გულიდან რომ გამოვდივარ, ყველაფერი, რაც კი მის ტანზე ხდება, მიწის სიზმარი მგონია.
ხან შორს მიმაფრენს და შორიდან ვუყურებ დედამიწას.

დედამიწას იქიდან სხვანაირს ვხედავ:
ცოცხალს!
მდინარეები მისი სისხლძარღვებია.
ზღვები და ოკეანეები _ ფილტვები.
ტყეებით სუნთქავს.
ჰაერი მისი სულია.
თვითონვეა კაციც და დედაკაციც.
შორიდან კარგად ჩანს, როგორ გამოდიან ათასნაირი სახეები მიწიდან და ისევ მიწას უერთდებიან...
ნეტავი ერთხელ ჩემს სიზმრებში ჩაგახედათ და განახვათ, როგორი სახე აქვს იქ დედამიწას..

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline raibuli1979 (37)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.