Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

რადგან სიტყვებს აზრი აღარ აქვთ

მე გწერ სიჩუმეს, რადგან სიტყვებს აზრი აღარ აქვთ,
სხვა გზაც არაა _ შენს აჩრდილთან თამაშს მოვეშვი,
გიხსენებ _ ჰგავდი მიუდგომელ, მწვანე აგარაკს
ზაფხულის გრძელ და უსაშველო საღამოებში.
მე გწერ სიჩუმეს, რადგან როცა ავლაპარაკდით,
ეს ცა და მიწა ვეღარაფრით ვერ გავიყავით
და ყველაფერი დარჩეს ისე, როგორც მანამდე,
ჩვენც, ერთმანეთთან შეხვედრამდე
როგორც ვიყავით,
ისე ვიცხოვროთ. პატარაა ჩემი ნაჭუჭი,
ვერ ჩაგატიე, ვერ მიგიხვდი, მაინც ვინა ხარ,
შენ ჩაიარე, მე, უბრალოდ, თვალებს დავხუჭავ
და ვეღარასდროს, ვეღარასდროს
ვერ დაგინახავ.
როდესაც მივხვდი, რომ ქუჩები შენით აივსო,
როგორც ფოთლებით, როგორც ქარით,
როგორც ხმაურით,
როდესაც მივხვდი, რომ სიყვარულს
გზა აქვს თავისი,
მოულოდნელი, ოღროჩოღრო და უცნაური,
როდესაც მივხვდი, შენი ნახვა როგორ ვინანე,
ჩამოვაფარე დარაბები, კარიც ჩავრაზე,
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იყო გვიანი _
შენს ასე მარტივ სახელს ვწერდი
სველ ფანჯარაზე.
ვწერდი და ვშლიდი. წვიმდა ცხარედ
და ხელაღებით,
ქუჩა, სახლები მიყურებდნენ ნიშნის მოგებით,
და დავინახე, შემოდგომამ ამ ნიაღვრებით
როგორ წაიღო ჩვენი ძველი დიალოგები.
და გწერ სიჩუმეს, რადგან სიტყვებს
ვეღარ ვუშველე,
სიტყვებს გასროლილს აღარა აქვთ
რადგან მიზანი,
ასე გროვდება რვეულები გადაუშლელი,
რომლებსაც, ვიცი, არასოდეს გამოგიგზავნი.
ნუღარ შემხვდები _ დასასრული იყოს იოლი,
რომ დაივიწყონ ტკივილებმა მალე სხეული,
ასე მთავრდება ეს ბარათი, პრიმიტიული,
ჩემი ფერადი რვეულიდან ამოხეული.

Tags:

 
Interesting
positive votes: 5  |  negative votes: 0

Write comment:

martlacc ar aqvss azri xandaxan sitkvebs.
#1, 12.12.2012 - 18:24
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.