Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tik-o blog
მაინც რა არის ჩვენი სიცოცხლე? რისთვის მოვდივართ ქვეყანაზე? მხოლოდ ტანჯვისთვის... ღირს კი ამად ჩვენი ცხოვრება?! ჩვენი ყოფა არ იცვლება, ყოველ დღე ერთი და იგივე მეორდება... მოსაბეზრებელია ეს ყველაფერი!!! გინდა გაექცე სადღაც, თავი დააღწიო, მაგრამ როგორ?! თუკი წასასვლელი არსად გაქვს?.. უნდა დარჩე და შეეგუო.. მაგრამ როგორ, ნერვები არ გინდა?.. შეიძლება ჭკუიდანაც შეიშალო... ჰო, ვერ აცდები ამას... მერე სასოწარკვეთილმა შეიძლება თავის მოკვლაც გადაწყვიტო, გამოსავალი ხომ მხოლოდ ეგაა... ამ დროს ათასი ფიქრი მოგდის თავში, მთელი შენი ცხოვრება თვალწინ გადაგირბენს, გაგხსენდება ყველა და ყველაფერი. გაიხსენებ ოდესმე ვინ რა გაწყენინა, ვინ რა დაგიშავა, ჰო, მხოლოდ ეს გაგახსენდება სხვა არაფერი... ბოღმა ბოღმაზე გემატება, ნაღველი ნაღველზე... უფრო მეტად გენატრება სიკვდილი, გინდა მალე გაშორდე აქაურობას და აღარასდროს დაბრუნდე ამ გაყინულ და უსიცოცხლო სამყაროში... სამყაროში სადაც ყველას მხოლოდ საკუთარი თავი აინტერესებს, სამყაროში სადაც არავინ შენზე არ ზრუნავს, არავის ენაღვლები და დახმარების ხელს არავინ გიწვდის... დგეხარ ასე, სიკვდილის მოლოდინში, შენი თავისთვის მიგინდვია შენი სიცოცხლე, მხოლოდ შენზეა დამოკიდებული იცოცხლებ თუ მოკვდები, გინდა სწრაფად დაასრულო ყველაფერი, რათა მოსალ ოდნელი ტანჯვა აიცილო თავიდან. ბეწვის ხიდზე დგახარ და ყოველ წუთს ელი მის ჩაწყვეტას, გინდა შენვე ჩაწყვიტო და დაემშვიდობო უგულო წუთისოფელს... მაგრამ თითქოს რაღაცა გაკავებს, რაღაც გიშლის ხელს, არ გაძლევს უფლებას შენი წადილი აისრულო, წუთის წინ ხომ უკანასკნელი ადამიანი გეგონა შენი თავი და ოდნავადაც არ გენანებოდა ამ ცხოვრების დათმობა. ახლა კი... თითქოს ყოყმანობ... რა არის ეს? ღას ნიშნავს? ეს “ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნების ინსტიქტია, გამწარებული სურვილი სიცოცხლის შენარჩუნებისა”. და შენც შენდაუნებურად უარს ამბობ სიკვდილზე, ისევ სამუდამო ტანჯვას ამჯობინებ. არის შენში რაღაც რაც გიბიძგებს უკან დაიხიო...
უუცნაურია... ყველაფრის მიუხედავად შენში მაინც არის რწმენა. რწმენა იმისა რომ ყველაფერი კარგად იქნება. შეიძლება ბოლომდე თვითონაც არ გჯეროდეს ამ სიტყვებისა, მაგრამ მაინც გწამს... და შენც არ იცი რატომ...
ნეტავ სხვებსაც ასე ემართებათ?! ალბათ კი, ამიტომაც ვცოცხლობთ ამ დრომდე. გვაძლიერებს და გვამაგრებს რწმენა, რწმენა უფლისა...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

cxovreba rogoricaa sinamdvilshi. :)...vechidaot unda :(
#1, 17.05.2013 - 18:39
 

User
offline tik-o (30)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.