Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tik-o blog
თვალებში არ მიყუროთ, როცა ვტირი... ვიღაც გულწრფელობას დაინახავს, ვიღაც ტკივილს...

თვალებს დავხრი, წამწამები შეეწებება ერთმანეთს, თაფლისფერი თვალები ცრემლისფერად გადამექცევა...

ვივლი ასე...
ვიღაც დამცინებს - ნახეთ, უსუსურს ცრემლისფერი თვალები აქვსო...
მეც ვიამაყებ ჩემი უსუსურობით...
ლოდინს გავაგრძელებ. დრო გავა დროის გარეშე...

მერეშემოდგომაცმოვა,ფოთლები ცრემლებით დაიხუნძლება და მოტყდებატოტებს...მეეზოვე გრძელიცოცხითნაგვის ურნაში გადამიძახებს... არცშემომხედავს...

ნაგვის ურნიდან ძაღლი ამომათრევს ბასრი კბილებით, შემომხედავს... შემომხედავს და თათებით მომეფერება...

უგზო-უკვლოდ გადამატარებს ქარის ფრთები...
მაინც აქ ავირჩევ ყოფნას... ისევ აქ, ჩემს მარტოობაში დავიდებ ბინას...

თქვენც გაგახსენდებათ ჩემი ცრემლისფერი თვალები... ძირს დახრილი... ამაყი უსუსურობით.......

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline tik-o (30)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.