Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nonachia blog

მაგრამ ის ერთი სულ სხვაა მაინც..


ქალი მაგონებს ვარდისფერ მაისს,აყვავილებულს ფერად მძივებად,მაგრამ ისე ერთი სულ სხვაა მაინც,
ნორჩი სიცოცხლის გამოღვიძება;

ქალი მაგონებს ოქროსფერ დაისს-
მზე,ცის მნათობთა ტურფა რჩეული,
მაგრამ ის ერთი სულ სხვაა მაინც,
მარად ყველასგან გამორჩეული;

ქალი ყვავილთა ნაზი სუნთქვაა
და სურნელება დაუვიწყარი,
მაგრამ ის ერთი მაინც სულ სხვაა,
წმინდა,უმანკო და საფიცარი;

ქალს არ აკლია ურვაც და ვაიც
და რა ტკივილი არ შეხვედრია,
მაგრამ ის ერთი სულ სხვაა მაინც,
ცრემლი და დარდი მისი ხვედრია;

სანუკვარია ცოლიც და დაიც,
მანდილოსანთა მთელი კრებული,
მაგრამ ის ერთი სულ სხვაა მაინც,
ხშირად ყველასგან დავიწყებული;

ქალის ბუნება კაცთა რისხვაა
ხშირად ქარცეცხლის დამანთებელი,
მაგრამ,ის ერთი მაინც სულ სხვაა,
მარად ყველაფრის მიმტევებელი;

ქალი.რომელიც სულს დათმობს ჩვენთვის
და თვით სიცოცხლეც გაუმეტია,
ღმერთი არ არის,მაგრამ ყოველთვის
ყველა სულმდგმულზე ბევრად მეტია;

ქალი მაგონებს ბრწყინვალე აისს,
იასამნების გამოღვიძებას,
მაგრამ ის ერთი სულ სხვაა მაინც
და სულ სხვა არის მისი დიდება.

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

NiNeLi (26)
:)
#2, 13.12.2012 - 03:08
naniko28 (32)
dzalian lamazia
#1, 12.12.2012 - 20:50
 

User
offline
offline nonachia (38)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.