Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog
თითქოს ისე არა თოვს რა სიცივეც დგას გარეთ,
არა! უფრო თბილად თოვს, თითქოს თოვდეს მანანა.
ასე ერთად, ფიფქებო, ღრუბლები სულ დაცალეთ,
დაცალეთ და დატოვეთ ზეცა ღმერთის ამარა...

თითქოს სითბო ციური, თოვით ჩამოიტანეთ
და სითეთრეს – მხურვალეს, ღამის ყინვამ ვერ სძლია,
მოდის ზეცის ლაშქარი და ჩემს მახინჯ ტიტანებს,
სადღაც ქვეცნობიერში, ღვთის სინათლით ებრძვიან,

სადაც ბევრი მე სახლობს: სახედაუფარავი,
– სინათლემ და ამ სითბომ, ყველას, ერთად გამყარა;
თითქოს ჩემში მხოლოდ მე, მე ვარ, და სხვა – არავინ,
დავრჩი ასე ობლად და მხოლოდ ღმერთის ამარა.

Tags:

 
Interesting
positive votes: 7  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.