Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iliakukava blog

რომ წახვედი და გამიქრე ნათელი...

images?q=tbn:ANd9GcSc8TOzfevez9RGBt7QlwcX1L6NVPV-EWDYs7GguKhhBmM7gWJO


rom waxvedi da gamiqre nateli
რომ წახვედი და გამიქრე ნათელი,
დამიტოვე მხოლოდ ერთი სანთელი,
ის სანთელიც ჩამოდნა და ჩაქრა,
რადგან უკვე სიყვარული გაქრა.

აღარ მჯერა აღარც–ერთი ქალის,
აღარც უკვე საკუთარი თავის...
და რაც უფრო მეტი წლები გადის,
მჯერა მხოლოდ ღმერთისა და ხატის.

ახლა უკვე მემალება მთვარე,
ღრუბლებს არის იგი შეფარებული...
აღარა სურს მესაუბროს რამე,
რომ არა ვარ შენზე შეყვარებული.


მაპატიე, რომ გავტეხე ფიცი,
სიშორემ და წლებმა ასე იცის,
ეს არ იყო ალბათ შენთვის ძნელი,
დაგავიწყდა ბრილიანტის ცრემლი...

მე მეგონა, ჩვენი იყო სამყარო,
მივდიოდით გაგიჟების ზღვარზე,
შთაგაგნეს, მისი ღირსი არ ხარო,
დაგვაყენეს ჩვენ სხვადასხვა გზაზე.

ალბათ ვინმე იარსებებს ჩემთვის,
არ მოუსმენს სხვის აზრებს და სიტყვებს,
ჩემს სიყვარულს დააფასებს მხოლოდ,
მე დამითმობს ოცნებებს და ფიქრებს.

არ თქვა, ვინმეზე მეტი ხარ რამით,
არ თქვა, ვინმეზე მეტი შექმენი,
არავინ იცის, დრო ვის რად გვაქცევს –
"დრონი მეფობენ, და არა მეფენი"...



ელენიკო1





Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

რომ წახვედი და გამიქრე ნათელი,
დამიტოვე მხოლოდ ერთი სანთელი,
ის სანთელიც ჩამოდნა და ჩაქრა,
რადგან უკვე სიყვარული გაქრა.
#2, 16.12.2012 - 22:48

მე მეგონა, ჩვენი იყო სამყარო,
მივდიოდით გაგიჟების ზღვარზე,
შთაგაგნეს, მისი ღირსი არ ხარო,
დაგვაყენეს ჩვენ სხვადასხვა გზაზე.
16.12.2012 - 22:57
არავინ იცის, დრო ვის რად გვაქცევს –
"დრონი მეფობენ, და არა მეფენი"...
#1, 16.12.2012 - 22:13
ალბათ ვინმე იარსებებს ჩემთვის,
არ მოუსმენს სხვის აზრებს და სიტყვებს,
ჩემს სიყვარულს დააფასებს მხოლოდ,
მე დამითმობს ოცნებებს და ფიქრებს.
16.12.2012 - 22:14
 

User
offline
offline iliakukava (64)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.