Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
antares blog

ეს შენ იცოდი ზამთრის ღამეში რა აწუხებდა...

თოვს და ანათებს სადღაც კანდელი,
დიდი სასახლის ბრწყინავს კარები
შენ კი, ვით თოვლის თეთრი ფანტელი,
დაღუპვისაკენ მიექანები.
აგიტანს შიში და ჟრუანტელი,
გაგითეთრდება თვალთა უპენი,
ნუთუ, ვით თოვლის თეთრი ფანტელი,
შენც ისე მშვიდად დაიღუპები?!
თოვს, და თოვაში აქ დგახარ მარტო
და ძაღლის ხმაზე გაბმულად სტირი.
ეს შენ იცოდი ზამთრის ღამეში
რა აწუხებდა მშობლიურ თბილისს.
ეს შენ იცოდი. მაგრამ მეც ვიცი,
რადგან მე შენი ვარ ნათესავი,
მეც მიმიღია პოეტის ფიცი,
მეც მაწვალებდა ლექსი შენსავით
თოვს და თოვაში გიგონებ ძმაო,
ჩანს დათოვლილი საყდარი შენი.
თეთრი ხალათით დგახარ ამაოდ
გათოვს, გათოვს … და არავინ გშველის.
თოვს და თოვაში გიგონებ, ძმაო.
ვინ გაგიყუჩებს ტკივილს და ვარამს?
მჭკნარი ფოთოლი დახვალ ამაოდ,
აქამდის არვინ არ შეგიყვრა.
ათოვს თბილისს და თბილისის ღამეს,
გათეთრებულა საყდარი ჯვარით,
-აქ უცხოვრია ტერენტი გრანელს-
იტყვის მშვიდად და ჩაივლის მგზავრი.

ლადო ასათიანი – “ტერენტი გრანელს”

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.