Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
leo86 blog

ქარი ისევ გაგებუტა, გაგიფრინდა

ქარი ისევ გაგებუტა, გაგიფრინდა, მარტოობა მოგენატრა?- კი, ბატონო, აშარ ფრთოსანს რაღას ერჩი, თუ ღმერთი გწამს, პაწაწინა დარდიანო ქალბატონო! ბროწეულთან ელოდები სიზმრის რაინდს მზეჭაბუკს კი ჯადოქარი არ აღვიძებს. ჩამოივლის გზებზე ვინმე უცხო მგზავრი ბროწეულის გოგონაო, გაგიცინებს, იისფერი სათიბია ქოხის იქით, ფართი-ფურთით სვამს წყალს ქარი ძველი ჭიდან. უზარმაზართვალებიან გაოცებას დამცინავად გაუღიმებს თეთრი ჭინკა ასი წელი რომ დასჭირდეს სიზმრის ახსნას მაინც უნდა დაელოდო?-კი,ბატონო მზესადარი ბიჭებია ირგვლივ, შენ კი იმ ერთს ელი-მეტიჩარა ქალბატონო?

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.