Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
leo86 blog

დაგვიანებულ სიყვარულებს

დაგვიანებულ სიყვარულებს ჩემი მოკითხვა,
არც პირველი ვარ და არც ბოლო მე არ ვიქნები...
ნატვრებს ნატვრისხე თუკი ბოლოს მაინც მოისხამს,
ძველი ბუდიდან ერთხელ შენც ხომ ამოფრინდები...
დრო დაგიამებს ყველა ტკივილს რაც დაგიგროვდა,
ჭრელი ჯაფარა შენზე ჭორებს მტრედებს წაუღებს...
ბედის ვარსკვლავი ერთხელ მაინც ამოგიცნობდა,
შენ კი რატომღაც არ ისურვე და ვერც გაუგე...
სჯობს, მართლაც, გვიან, გვიან მართლაც, ვიდრე არცერთხელ,
მკლავებს გაშლი და ტრფობის ზღვაში გადაეშვები...
ბოლო შანსია, ფიქრად არც ღირს, არსად გაექცე,
კარს მარტოობა გიგაკუნებს წლების ეშვებით...
დროა გაცვალო ყველა დარდი ერთ სიხარულზე,
დაგვიანებულ სიყვარულებს ჩემი მოკითხვა...
მოდი, ძვირფასო, პირველ კოცნას თუკი გაუძლებ,
მაშინ, ჯანდაბას ჩემი თავი, შენს მადლს მოვისხამ!

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.