Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
leo86 blog

მე შენ მოგიტან სიყვარულს ულევს

მე შენ მოგიტან სიყვარულს ულევს,
ზედ შემოგახვევ როგორც ხვიარებს,
არ ჩამეთვლება ალბათ ღალატად,
შენთან მოსვლა რომ დავაგვიანე.
მსურს ძველებურად მიმხელდე გრძნობებს,
ვხედავდე როგორ აგორდა ცრემლი,
ისევ ბავშურად მიკრეფდე იებს,
თან მელოდია უკრავდეს ძველი...
მე გულს მოგიტან იმედით სავსეს,
თვალები გეტყვის ვიცი დანარჩენს,
მე საუკუნის ცრემლებს მოგიტან,
შენ გამომიტან ალბათ განაჩენს.
დღეს სიყვარული კარდაკარ დამაქვს,
შენ ვარდებს მირჩევ ისევ ცვრიანებს,
არ ჩამეთვლება ალბათ ღალატად,
თუ შენთან მოსვლა დავაგვიანე.

ლალი-ელენე ლაზაშვილი

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.