Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
leo86 blog

ახლა რომც მომკლან

რა სიხარულით მოვედი შენთან
და დაკეტილი დამხვდა კარები...
ხომ უნდა გეთქვა, ხომ უნდა გეთქვა,
თუნდ ორი სიტყვით დაიბარებდი...
ახლა მე მარტომ აქ რა ვაკეთო,
მართლაც, რომელი ბრძენი მე მნახე...
ჩემი ფიქრები მინდა დავკეცო
და მოვისროლო ჩვენს შეხვედრამდე...
ან გადავბარგდე უნდა წარსულში,
სადაც ფერები ასე უხვია...
ნუ მეჯიბრები, გთხოვ, სიყვარულში,
მე ვინც მომწონდნენ ქარს გაუყრია...
ხსოვნის ფურცლები შემომაყვითლდა,
წლებმა დღეები ტანზე აისხეს...
და დათესილი ფეტვის მარცვლიდან,
არ ამოვიდა ჩემი ნატვრისხე...
სად დაიკარგა, სად გდია ჯაჭვი,
ჩვენ რომ ვიყავით გადაბმულები...
არც ჯადო არ ჭრის, არც ჯადო არ ჭრის,
არც ჯადოქრობა არ ჭრის სრულებით...
ახლა რომც მომკლან არ მეწყინება,
არც მუქარები აღარ მოქმედებს...
როგორც ჩანს, ისევ ღმერთი მიწყრება,
რომ მაინც დავდევ ამ ჩემს ოცნებებს

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.