Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
leo86 blog

თუკი ზეცას არ ანათებს ვარსკვლავების მძივი

თუკი ზეცას არ ანათებს ვარსკვლავების მძივი,
თუ მარტივი სინამდვილე გაგიხდება რთული...
თუკი დარდებს შეეხიზნე...სულის ჩუმი მწირი,
გაუძელი...ნუ დაგწყდება,ნუ დაგწყდება გული.

თუ ვარდისფერ სილაჟვარდეს ჩამოხიეს ფარდა,
თუ სიცრუედ მოგიბრუნეს სიტყვა რამე,ბრძნული,
თუ ეს წლები ჩაგითვალეს ვით თამაში ქართან....
გაუძელი...ნუ დაგწყდება,ნუ დაგწყდება გული.

თუ ღიმილი შეეყინა ალუბლისფერ ბაგეს,
თუ ტკივილით ჩაგიფარცხეს ტრფობის თეთრი ხნული....
თუ დღეს არ გწამს რაიც გწამდა,რაიც უნდა გწამდეს,
გაუძელი...ნუ დაგწყდება,ნუ დაგწყდება გული.

თუ გაზაფხულს შენს თვალებში აატირებს მარტი,
თუკი ვარდებს ვერ მოგართმევს ფიქრის უფლისწული...
თუკი გუშინ ალუბლების აყვავებას გავდი....
ფოთოლიც არ შეგარჩინეს?!-ნუ დაგწყდება გული.

შენს ბილიკზე ივარსკვლავე, მარტოსულის ხვედრით...
იის ცრემლით მოიბანე სულის ყველა წყლული...
ღვთისმშობელო...მუხლმოყრილი,სინანულით გვედრი....
სიყვარულით გამიცოცხლე ჩაწყვეტილი გული.

შორენა ზაქრაზე

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.