Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
antares blog

რა დაგიმალო, აღარც კი ვიცი, ვინ ვინ არის საქართველოში...

ზანზიბარული

/ირონიული ეტიუდი/

გაგიღო კარი,
ჩემო ზანზიბარ,
გაგიშვა გარეთ?
მე ხომ ვიცი, ერთი სული გაქვს,
რომ ქუჩაში გაინავარდო,
შეხვდე თანატოლ მაწანწალა,
რწყილიან ცუგებს,
ერთმანეთი დაყნოსოთ და
მთვარესაც
ერთად უყეფოთ.
მაინც რად შეგვხვდა ასეთი ბედი,
ჩემო ზანზიბარ,
ვერა ხედავ, ერთიმეორის ცხოვრებით
ვცხოვრობთ
შენ შინა ხარ გამოკეტილი,
მე მელმოტივით დავეხეტები.
რა დაგიმალო, აღარც კი ვიცი,
ვინ ვინ არის საქართველოში
შენ გიგი თუ მე
ოქროსფერი ზანზიბარი.

გიგი სულაკაური

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.