Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
raptoralligator blog

უშუ კუნგ-ფუს პრინციპები წესები და ფიცი.

image


უშუ არის ჩინური საბრძოლო ხელოვნება, რომელიც 1500 წლის წინ ჩინეთში დაიბადა. თვითონ სიტყვა ორი იეროგლიფისაგან შედგება და ერთად დაწერილი ნიშნავს "საბრძოლო ტექნიკას". 15 საუკუნეა კაცობრიობას აოცებს ლეგენდარული შაოლინის მონასტერი და მისი ისტორია, სადაც მთელი ამ ხნის მანძილზე ჩვენი აზიელი მეზობლები სულსა და სხეულს ავარჯიშებდნენ. ტერმინი კუნგ-ფუ ჩინეთში ოდითგან გამოიყენებოდა ნებისმიერ დიად მოღვაწესა და ნიჭთან მიმართებაში ცხოვრების ყველა სფეროში. მას ჩვენს სინამდვილეში პროფესიონალი და სპეციალისტი უფრო შეესაბამება.


image



ჩინურმა საბრძოლო ხელოვნებამ ბევრი მზიანი და ღრუბლიანი დღეები გამოიარა, განიცადა ბევრი დაცემა და აღორძძინება, მაგრამ სიძნელეების მიუხედავად ჩვენ დრომდე მოაღწია და არა მარტო აგრძელებს განვითარებას, არამედ დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება, იმიტომ, რომ უშუს ბადალი არ ჰყავს ადამიანის ფიზიკურად და სულიერად განვითარების საქმეში. მისი უნიკალურობა უპირველეს ყოვლისა მდგომარეობს იმაში, რომ სპორტის ეს სახეობა თავისი მრავალრიცხოვანი მიმდინარეობების წყალობით ყველა ასაკის, ხასიათისა და ფიზიკური შესაძლებლობების ადამიანს აძლევს ფართო არჩევანის საშვალებას, კაშკაშა მწვანე შუქს უნთებს ფართოდ გაღებული აღმოსავლური ორთაბრძოლების კარებისაკენ, თუმცა გაღებულია როგორც შესასვლელი, ასევე გამოსასვლელიც. თუ თქვენ გინდათ ივარჯიშოთ იმისათვის, რომ ეს ილეთები გამოიყენოთ ბოროტი მიზნებისთვის, იმისთვის, რომ გახდეთ ყველაზე ძლიერი და დაამტკიცოთ ეს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ჯობია შეტრიალდეთ და წახვიდეთ სხვა მიმართულებით, იმიტომ, რომ ამ მიზანს უშუს დახმარებით ვერასოდეს ვერ მიაღწევთ როგორადაც არუნდა ეცადოთ, უშუისტები ბრძოლობენ აგრესიის წინააღმდეგ, მაგრამ ისინი არ არიან აგრესიულები, ბრაზიანობა და უხეშობა მათთვის უცხოა.


image

უშუში ბევრი გზები და ბევრი მიმაღთულებებია. ზოგი ვარჯიშობს იმ სისტემით რომ გამოჯამრთელდეს, ზოგი სპორტულად, ზოგი საბრძოლოს, მაგრამ როგორი მიმართულებითაც არ უნდა ვარჯიშობდეს ადამიანი, ყველა მიდის ერთ მიზანთან, სულიერად განვითარებასა და თვით ჩამოყალიბებამდე. იმ საფეხურზე ადიან საბრძოლო ხელოვნებაში,

რომ საერთოდ არ აქვთ ჩხუბის ფიქრი და სურვილი, ვინც ჩხუბი იცის და დარწმუნებულია თავის თავში ის არასდროს არ ჩხუბობს, ისინი არიან არამარტო ძლიერები, არამედ არიან კეთილი, პატიოსანი, ზდილობიანი, ღვთის მოშიში და ჭკვიანი ადამიანები.


image


უშუ პირველ ყოვლისა არის უიარაღოდ ბრძოლის ტექნიკა, თუმცა გაცილებით საინტერესო სანახავია მებრძოლი სხვადასხვა დასახელების ცივი იარაღით. უშუს არსენალში 108 სახეობის საბრძოლო იარაღია, მათ შორის ყველაზე მთავარია ხის ჯოხი. სპორცმენს, რომელიც კარგათ ფლობს ჯოხის ტექნიკას სხვა იარაღების გამოყენება უადვილდება.


image


ჩინური საბრძოლო ხელოვნება დღესდღეობით თითქმის მთელს მშოფლიოშია გავრცელებული. ამ უზარმაზარი არმიის ყველა წევრს კარგათ აქვს გაცნობიერებული, რომ "ყველაზე მთავარი გამარჯვება საკუთარ თავზე გამარჯვებაა". უშუს ვარჯიშებით მათი ორგანიზმი გაცილებით ჯამთელი და ბრძოლისუნარიანი ხდება და მრავალრიცხოვანი ილეთების წყალობით საჭირო შემთხვევაში თავდაცვის საუცხოო შესაძლებლობა აქვთ. საეთოდ უშუს ოსტატები ცდილობენ კონფლიკტი თავიდან აიცილონ, მაგრამ თუ ესე არ გამოვა, რამდენადაც ძლიერია შეტევა მით უფრო მეტად დამანგრეველია მათი პასუხი.


image


არიან უშუისტები რომელთა მიზანიც სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობაა. ასეთებისათვის სისტემატურად ტარდება ჩემპიონატები ლოკალური თუ საერთაშორისო მაშტაბით. სწორეთ ასეთი ტურნირებით დაიწყეს და შემდეგ საქვეყნოთ ცნობილ კინოვარსკვლავებად მოგვევლინენ ბრიუს ლი, ჯეკი ჩანი, ჯეტ ლი, დონი იენი, სამო ჰონგი, მიშელ იეო, და სხვები. ყველა უშუისტის სანუკვარი ოცნებაა პირად მცველად მუშაობა ან კონოინდუსტრიაში მოხვედრა.


ბრიუს ლი

image


ჯეკი ჩანი

image


ჯეტ ლი

image


დონ იენი

image



უშუს ათი პრინციპი


1. უშუს შემსწავლელმა უნდა ივარჯიშოს მომდომებით და დაუზარებლად, არ უნდა დაუშვათ რო გაგიტაცოთ ყოველდღიურმა ცხოვრებისეულმა გართობამ.


2. უფლება გეძლევათ უშუ გამოიყენოთ მხოლოდ და მხოლოდ როგორც თავდაცვის საშუალებად.


3. მოვარჯიშე უნდა იყოს თავმდაბალი და თავშეკავებული მისი წინამძღოლისა და უფროსი ამხანაგების მიმართ, ყოველთვის უნდა გამოიჩინოს მათთან დამოკიდებულებაში ყურადღება და ზდილობა.


4. მოვარჯიშე უნდა იყოს ზდილობიანი, პატიოსანი, კეთილგონიერი ამხანაგებთან დამოკიდებულებაში.


5. უშუს შემსწავლელმა უნდა შეიკავოს სურვილი ხალხში თავისი ნასწავლის გამოვლენისა, თავი უნდა აარიდოს ყოველგვარ გამოწვევას.


6. უშუს შემსწავლელმა პირველმა არ უნდა დაიწყოს ჩხუბი.


7. უშუს შემშწავლელმა არ უნდა დალიოს სპირტიანი სასმელები და არუნდა მოწიოს სიგარეტი.


8. მოვარჯიშემ თავი უნდა შეიკავოს სქესობრივ კავშირზე. ( სქესობრივი კავშირი სხვადასხვა ადამიანზე დადებითად ან უარყოფითად მოქმედებს სპორცმენისათვის, მე ვთვლი რომ ეგ პრობლემა არ არის და მიდით უბერეთ რამდენიც გინდათ სანამ შეგიძლიათ სანამ ქიჩქეფთ სისხლი ძარღვებში სანამ გულში ცეცხლი გინთიათ სქესობრივი კავშირი ვარჯიშისადმი განწყობას უფრო აამაღლებს. სმაილი :D:D:D).


9. არ უნდა იჩქაროთ უშუს შესწავლა ყველა გამვლელისათვის, თუ ისინი არ არიან ამისათვის შინაგანად მზად, რათა თავიანთ თავსა და საქმეს ზიანი არ მიაყენონ. უნდა ასწავლოდ მხოლოდ ღირსეულ, ღვთისმოშიშ, სულგრძელ, მომთმენ და კეთილი გულის მქონე ადამიანებს.


10. უშუს შემსწავლელი ყოველთვის უნდა გაექცეს სიბრაზეს, სიხარბეს და ტრაბახს.


image

image

image




თორმეტი წესი:


1. იმოძრავე როგორც ტალღა, - მოძრაობები უნდა იყოს მოვარდნილი ტალღის მსგავსი, ძლიერად რომ ეხეთქება ნაპირს.


2. იყავი მშვიდი როგორც მთა, - სტატიკური დგომები უნდა იყოს მდგრადი უნდა გეგონოს თითქოს არანაირ ძალას არ შეუძლია დაძრას მებრძოლი ადგილიდან.


3. გადახტი, როგორც მაიმუნი, - ნახტომი უნდა იყოს სწრაფი და მსუბუქი.


4. დაეშვი როგორც წერო, - დაშვება დახტომის შემდეგ უნდა იყოს მსუბუქი და ტალღისებური. მიწაზე მძიმე დარტყმების გარეშე.


5. იყავი მდგრადი როგორც მამალი მდგომი ერთ ფეხზე, - როდესაც დარტყმა ხდება ერთ ფეხზე მდგარი სტოიკიდან (ტისი), მისი დარტყმის ძალა უპირველესად დამოკიდებულია წონასწორობის შენარჩუნებაზე.


6. იდექი, როგორც ფიჭვის ხე, - დამდგარი ფიჭვი გამოხატავს სიმშვიდისა და ძალის შეგრძნებას. ის არ ტყდება დიდი ქარების დროს, რადგანაც ხის მწვერვალი იგრიხება, ხოლო ძირი კი უმოძრაოა.


7. შებრუნდი როგორც ბორბალი, - ყველა ბრუნვა უნდა მიმდინარეობდეს წრეწირივით, რკალის ტრაეკტორია არ უნდა გავწყვიტოთ კორპუსის შემობრუნებისას ან ხელის ბრუნვის დროს. ამაშია ჩადებული მთელი სხეულის უდიდესი ძალა.


8. მოიხარე, როგორც მშვილდისარი, - დაჭიმულ მშვილდში იგრძნობა დიდი ძალა. ის იღუნება, მაგრამ არ ტყდება. მისი მოქნილობა ნებას გვაძლევს დავუპირისპირდეთ სასტიკ, მკაცრ ძალას.


9. იყავი მსუბუქი, როგოც ფოთოლი, - ფოთოლი ვარდება ხიდან მსუბუქად, ნარნარად, წრეებს ხატავს ჰაერში, ის შეუმჩნეველია შემოდგომის ბუნებაში. მებრძოლიც ასევე მსუბუქი და შეუმჩნეველი უნდა ოყოს გადაადგილების დროს.


10. იყავი მძიმე როგორც რკინა, - ხელისა და ფეხის დარტყმები მოწინააღმდეგეს უნდა დაეცეს როგორც რკინის ნატეხი, მოულოდნელად და სწრაფად.


11. იმოძრავე ნელ-ნელა, როგორც მოლივლივე არწივი, - ნელა მოლივლივე არწივი ყოველთვის მზად არის დაეცეს ნადავლს, გადავიდეს ნელ მოძრაობიდან სწარაფ მოძრაობაზე.


12. იყავი ჩქარი, როგორც ქარი, - მძაფრი ქარი თავს გვესხმის მოულოდნელად, უცაბედად, ის მოფრინდება ისე სწრაფად, რომ მის ზემოქმედებას კი იგრძნობ, მაგრამ თვითონ მოძრაობის შეხედვა შეუძლებელია. ამიტომ უნდა დაიმახსოვო წესი: "იყავი ჩქარი და არა მოუსვენარი და ფუსფუსა".



image





ფიცი


1.) სისტემატურად ვავარჯიშებ სულსა და სხეულს, არ დავიშურებ ძალასა და ენერგიას გამარჯვებისათვის.


2.) ვიქნებით მუდამ ზდილობიანები, პატივისცემით მოვეპყრობით მშობლებს და წოდებით უფროს ამხანაგებს.


3.) ვეცდებით ნებისმიერ ვითარებაში არ დავკარგოთ სულიერი წონასწორობა და შეძლებისდაგვარად თავი შევიკავოთ აგრესიისაგა.


image

















51
6-ს მოსწონს



გასაჩივრება


მომწონს



avatar
ავტორი:
ბახულა







ქართული კლავიატურა
4 დეკემბერი, 21:01
:):):) ხო კარგიიიი :):):)
4 დეკემბერი, 20:59
რეგ რო დაწერე ზნაჩიტ არ ხარ:დდ
4 დეკემბერი, 20:52
:D რომ ვარ მიტო დავწერე.
4 დეკემბერი, 20:49
ნუ მეწინააღმდეგები:Dეტყობა არ ხარცახედული საბრძოლო საქმეებში ტორე მაგას არ დაწერდი:დდ
4 დეკემბერი, 20:46
:D:D:D არაააააა. რომ იცოდე სქესობრივი კავშირიც გასხივოსნებისკენ მიმავალი გზაა.
4 დეკემბერი, 20:36
მოვარჯიშემ თავი უნდა შეიკავოს სქესობრივ კავშირზე. ( სქესობრივი კავშირი სხვადასხვა ადამიანზე დადებითად ან უარყოფითად მოქმედებს სპორცმენისათვის, მე ვთვლი რომ ეგ პრობლემა არ არის და მიდით უბერეთ რამდენიც გინდათ სანამ შეგიძლიათ სანამ ქიჩქეფთ სისხლი ძარღვებში სანამ გულში ცეცხლი გინთიათ სქესობრივი კავშირი ვარჯიშისადმი განწყობას უფრო აამაღლებს. სმაილი :D:D:D).___შორს ხარ გასხივოსებისგან:დდდ
4 დეკემბერი, 20:21
ეგ ათი წესი სხვა ძალისმიერ სპორტის სახეობის მიმდევრებსაც გაუზიარეთ :)

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

tumca vajishi did dzalisxmevas moitxovs da gamdzleobas
sakmaod mtkivneulia
#3, 08.10.2015 - 15:43
me tviton axali misuli var ushuze ukve 5 mecadineoba mqonda (Y) magaria chemma sxeulma ormebi sagrdznoblad sheicvala ufro met gamdzleobas vgrdznob shesanishnavia
#2, 08.10.2015 - 15:42
dippie (17)
vvamayob am sportze rom davdivar dzalian magaria .
#1, 26.04.2015 - 23:06
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.