Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lukasios blog

იგავი: «დაკარგვა და აღმოჩენა»

შუა ოკეანეში გემმა განიცადა კატასტროფა და ერთი პატარა კუნძულის მახლობლად ჩაიძირა. ამ საშინელ კატასტროფას მხოლოდ ერთი ადამიანი გადაურჩა. ეს იყო ახალგაზრდა, ძლიერი მამაკაცი. მან მიცურა კუნძულამდე და ულამაზესი ქვიშის სანაპიროზე ჩამოჯდა იმ იმედით, რომ მაშველები მალე შეიტყობდნენ მისი ადგილსამყოფელის შესახებ და აუცილებლად გადაარჩენდნენ მას. თავიდან ის ბედნიერი იყო იმის გამო, რომ გადარჩა.

f4c03ae4e78b.jpg

მაგრამ, გადიოდა დღეები, კვირეები, თვეები, დახმარება კი არსაიდან ჩანდა. დროთა განმავლობაში, ის შეეგუა კუნძულს. აიშენა პატარა ლამაზი ქოხი, მოიმარაგა მისთვის საჭირო ნივთები და ყოველ დღე იმ იმედით იძინებდა, რომ ხვალ, ჰორიზონტზე გამოჩნდებოდა გემი და მას იპოვნიდნენ. ასევე ის ყოველდღე ლოცულობდა და ღმერთს მთელი გულით შესთხოვდა დახმარებას.

გავიდა ერთი წელი, შემდეგ მეორე, მათ ფეხდაფეხ მიჰყვა მესამე წელი, მაგრამ დახმარება კვლავაც არსაიდან ჩანდა. ერთ მშვენიერ დღეს, ის ნადირობიდან დაღლილ-დაქანცული ბრუნდებოდა. უეცრად მან ძალიან დიდი ხანძარი შენიშნა. როდესაც თავის ქოხთან მიირბინა, დაინახა, რომ ქოხი, მთელი მის მიერ ნაგროვები მარაგითა და სარჩო-საბადებელით, თავიდანბოლომდე ფერფლად ქცეულიყო.

უეცრად მასში განრისხებამ და იმედგაცრუებამ დაისადგურა:

- რამდენი ხანია უკვე ამ წყეულ კუნძულზე ვიმყოფები!

ცაში აპყრობილი მზერით, ბოლო ხმაზე ყვიროდა ის.

- ყოველ დღე გევედრები, რომ დამეხმარო, შენ კი იმასაც მართმევ, რაც მაბადია?

ცრემლები ღვარად მოედინებოდა მის სახეზე. დაღლილ დაქანცული პირქვე დაეცა მამაკაცი იმ განცდით, რომ ყველაფერი დასრულდა და ჩაეძინა.

მეორე დილას მან გაიღვიძა, გახედა ოკეანეს და თვალებს არ დაუჯერა – კუნძულის მიმართულებით გემი მოცურავდა. ეს იყო დიდი ხნის ლოდინის, ტანჯვისა და იმედგაცრუების შემდეგ მიღებული დახმარება.

როდესაც გემი მოადგა ნაპირს, მამაკაცი დიდი სიხარულით შეეგება მაშველებს.

- მე თქვენ იმდენ ხანს გელოდით, რომ უკვე აღარაფრის იმედი აღარ მქონდა. ისე მართლა, როგორ მიპოვნეთ? – ჰკითხა მამაკაცმა.

გაოცებულმა მაშველებმა ერთმანეთს გადახედეს და უპასუხეს:

- გუშინ შენ არ მოგვეცი ნიშანი, როდესაც კუნძულზე უდიდესი ცეცხლი დაანთე? ჰო და ჩვენც მივხვდით სადაც უნდა გვეძებნეოოო.

P.S. მორალი: ვინც გულით ითხოვს აუცილებლად მიეცემა!




Giorgi Tvaladze



Tags:

 
Interesting
positive votes: 17  |  negative votes: 0

Write comment:

gekuka (27)
vaa sagol raa
#6, 21.12.2012 - 16:01
bubuca (28)
azriania.........
#5, 21.12.2012 - 14:49
yvavi1990 (26)
#4, 21.12.2012 - 07:26
P.S. მორალი: ვინც გულით ითხოვს აუცილებლად მიეცემა!
#3, 19.12.2012 - 23:31
shegewiot ufali!
20.12.2012 - 17:45
iliakukava (63)
#2, 19.12.2012 - 20:06
shegewiot ufali!
19.12.2012 - 20:39
dato-8711 (29)
მორალი: ვინც გულით ითხოვს აუცილებლად მიეცემა!---gaachnia ras itxovs
#1, 19.12.2012 - 18:48
gmerti borot txovnas ar ausrurebs
19.12.2012 - 20:38
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.