Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
gio877 blog

შენ თუ დარჩები

გადის დრო და ნელ–ნელა ვიცვლები ,
არასდროს ვაფასებ მხოლოდ სიტყვებით .
ადამიანში ვაფასებ საქციელს ,
ყოველთვის ვცდილობ გავცდე წამიერს .

არ მინდა , მაგრამ ისევ მარტო ვარ ,
არასდროს უკითხავთ ასე რატომ ხარ ?!
ვცდილობ დავმალო უსაზღვრო გრძნობა ,
და ჩემს თავს ვკითხო , ნუთუ ის მოვა ?

ალბათ არ მოვა , აღარ ვუყვარვარ ,
არასდროს არ უთქვამს ჩემთვის ნუ წახვალ .
არსად წავსულვარ , ისევ იქავარ ,
უაზრო გახდა სიტყვა ,,მიყვარხარ’’.

თუ კი ვერ შეძლებ ამ გულის ტარებას ,
მაშნ ნუ ელი უაზრო წამებას .
წადი შორს წადი და ნუღარ მნახავ ,
მე და აჩრდილი სულ სხვა გზით წავალთ .

მხოლოდ ის მინდა ღმერთმა გამიგოს ,
შენზე ლოცვა კი ზეცამ გაიგოს .
თუ კი მიდიხარ , მაშნ მშვიდობით ,
როცა მოინდომებ მაშინ მიპოვნი .

მე ვერ ვიქნები როგორიც შენ გსურს ,
ყოველი წამი უშენოდ მე მძულს .
მე ვერ ვიქნები სხვასავით კარგი ,
მაშ ვინ იქნება ზღვასავით მკაცრი ?!

მკაცრი არავარ რითმას დასჭირდა ,
თუ არ გიყვარვარ , წადი არ გინდა ,
წადი არ გინდა უაზრო ცხოვრება ,
ეს არ იქნება ახალი მოვლენა .

ბოლო სტროფები და ბოლო ფრაზები ,
ჩემს გულს დაგითმობ თუ კი დარჩები .
თუ არა წადი ძალიან შორს ,
სადაც თავს ყოვეთვის ბედნიერს გრძნობ .

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.