Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
musmusa blog

თანამედროვე სიყვარული!!!!

თანამედროვე სიყვარული!!!!
თანამედროვე სიყვარული ანგარებიანი და უგულოა. ახალგაზრდები სულიერ სიყვარულს ნაკლებად აფასებენ ვიდრე მატერიალურ მხარეს. ბოლოს მოყვანილი ციტატები ინტერნეტიდან არის ამოწერილი, სადაც ერთ-ერთ გვერდში ახალგაზრდები თავიანთ გრძნობებზე ღიად წერენ, ჯერ თვალი გადავავლოთ რამდენიმე მათგანს და შემდეგ გამოვიტანოთ დასკვნა, გავიგოთ თუ როგორ ესმის ახალგაზრდებს სიყვარული.

"ფული რომ მქონოდა სიყვარულს არ დავკარგავდი"ვახო 24წლის.
"სიყვარული მალე ქრება და როცა ეს მოხდება უფულოდ რა უნდა აკეთო?" თეო 22წლის.
"მეფიცებოდა მიყვარხარო, მაგრამ როცა ჩემს სახლს შეხედა, მითხრა, აქ ვერასოდეს ვიცხოვრებო. ასეც მოიქცა, მალე ფულიან კაცს გაჰყვა და ჩემი არსებობა დღემდე არ გახსენებია" ლერი 28წლის.
"მეუღლეს გავშორდი! სიყვარული ზიზღად მექცა, რომ ვუყურებდი ჯიბის ფულს მშობლებს ან ნათესავებს რომ ემათხოვრებოდა" ნანა 24წლის.
"მშობლებმა სასტიკად ამიკრძალეს ჩემი რჩეული შემერთო, რადგან ის ტანსაცმელს მოდაზე ვერ ყიდულობდა და კურორტებზე სეზონის მიხედვით ვერ ისვენებდა. მათი რჩეული შევირთე, მაგრამ მიუხედავად ჩვენი სიმდიდრისა ორივე უბედურები ვართ" დათო 27 წლის.
"როცა შვილი მეტყვის მშიაო_ჩემი სიყვარულით დავაპურო? თამთა, 26 წლის.
"ძალიან მიყვარდა, მაგრამ სიღარიბეში გაზრდილმა ვერ გავრისკე ცოლად გავყოლოდი, შემეშინდა ისევ უქონლობის" თეო 28 წლის.

თემა,რომელზეც ვწერ ძალიან სათუთია ანტიკური გმირების სასიყვარულო თავგადასავლებიდან მოყოლებული 21 საუკუნემდე...სიყვარული აძლებინებს და ალამაზებს კაცობრიობას. გოეთეს, რუსოს, შექსპირის ცნობილი გმირებიც სიყვარულმა აქცია უკვდავებად. მართალია ვერთერის სიყვარულით არა მაგრამ, ჩვენი გაგებით ახალგაზრდებსაც გვიყვარს... გვიყვარს იდუმალების, სიმორცხვის, დაფასების გარეშე... საკუთარ თავში გარკვეული არ ვართ და ისე ვქმნით ოჯახებს...ანგარებით, მოდურად...
ჩვენ მატერიალურად უზრუნველყოფილ გრძნობებს ვემონებით და არ გვესმის, რომ სადაც ფულია იქ მხოლოდ სიყვარულის აჩრდილია. სიყვარული კი სულშია, სადაც მას პირველ ადგილს უთმობენ, სადაც მას ფულით არ წონიან. ბევრი ლამაზი გრძნობა ეწირება ამ პრობლემას, დღეს უბრალოდ მოდაშია გყავდეს ფულიანი შეყვარებული, მეუღლე, მოუმწიფებელი [ბავშვური] გონებით ვაზროვნებთ და ვაფასებთ ჩვენს მომავალს, მაგრამ ყველა ანგარებით შექმნილი ოჯახი ბოლოს მაინც ხვდება,რომ ფული მათ ერთმანეთს ვერ გაატანინებს...ვერ შეაყვარებს.
ახალგაზრდებო,მე არ ვამბობ უარი ვთქვათ ფუფუნებაზე, უბრალოდ როცა გვიყვარს, ნუ მოვითხოვთ ამ სიყვარულისგან კომფორტს. განა რა უნდა იყოს იმაზე კარგი, როცა შენი რჩეული სიცოცხლის ბოლომდე წმინდა სიყვარულით გიყვარს სხვა ყველაფერი კი...))

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

baller (24)
aba :D intuiciit mivxvdi :D
#4, 07.01.2013 - 17:31
:)
07.01.2013 - 21:39
baller (24)
vici :D
#3, 06.01.2013 - 22:39
nutu? :D
07.01.2013 - 16:33
baller (24)
madloba deida :D
#2, 06.01.2013 - 20:58
deida ar var :D
06.01.2013 - 21:03
baller (24)
(hug) martlai xar... :) da kide ar mesmis im idioti bichebis, romlebic sheyvarebuls mshoblebis sityvaze atoveben ... da im kacs ra vutxari fuliani coli ro unda ro tviton erti adgili ar awios bodishi ar gamonatqvamze... gatxovili kacebi ar mevasebian... 20 wlis var da me tviton ar vtxov chem mshoblebs fulis da mitumetes cols ar movtxov da aravis vatqmevineb gatxovdao... da rogoric ar unda sheviyvaro is me miyvars da me unda vicxovro mastan... mshoblebma gaaketes ukve archvenai da mashin me mgoni mag ambavshia r chavreulvar xo ? :D
ase, rom tu fuli gindat imushavet da tu bedniereba sheiyvaret ubralod iseti rogoricaaa





#1, 03.01.2013 - 12:23
martali xar axalgazrdav :)
05.01.2013 - 23:39
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.