Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iliakukava blog

საახალწლო განცდები ექზისტენციალურ თემებზე...




ახალი წელი ყოველთვის სავსეა განცდებით...

რაღაც მიდის სამუდამოდ, რაღაც კი მოდის, ვიღაც დაკარგე ამ წელს,

ვიღაც იპოვნე, სადღაც გაგიმართლა ცხოვრებაში, სადღაც არა.

ერთი სიტყვით, რაღაც იცვლება მუდმივად...

იცვლება და ახალი წელი აჯამებს და თვალნათლივ განახებს ამ ცვლილებებს...

ალბათ, ნებისმიერი, ვინც კი დაფიქრებულა, დამეთანხმება, რომ არსებობს აგრეთვე ე.წ. “წლისთავის რეაქცია” – როგორ შევხვდი მე ახალწელს შარშან?.. და იმის წინ?.. და კიდევ 7-8 წლის წინ?…

მახსოვს, როგორ დარბოდა წინ და უკან დედაჩემი, რათა საახალწლო სუფრაზე დროულად მოეთავსებინა საცივი და ოლივიე. შემდეგ ყველანი შემოუსხდებოდით ძველებურ, შავად შეღებილ ბანქოს მაგიდას (რომელიც საგანგებოდ საახალწლოდ იშლებოდა ხოლმე), მამა კანფეტებსა და კაპიკიან მონტებს დაგვირიგებდა და ამბობდა: –“ასე ტკბილად დამიბერდით”-ო...

ისინი დაბერდნენ და გარდაიცვალნენ კიდევაც...

მე კი დავრჩი...

ეს ნამდვილად ტალღისებური ეფექტია – ერთი ფრაზა ან აზრი ან განცდა გადადის ერთი თაობიდან მეორეზე, და ისევ და ისევ მეორდება...

გილოცავთ ყველას შობა–ახალი წლის დღესასწაულს!!!!!!



Tags:

 
Interesting
positive votes: 5  |  negative votes: 0

Write comment:

მე კი დავრჩი...
#3, 02.01.2013 - 20:10
ეს ნამდვილად ტალღისებური ეფექტია – ერთი ფრაზა ან აზრი ან განცდა გადადის ერთი თაობიდან მეორეზე, და ისევ და ისევ მეორდება...
03.01.2013 - 01:00
გილოცავ შობა–ახალი წლის დღესასწაულს!!!!!!
#2, 02.01.2013 - 17:25
გულით გილოცავ მეც, პატარა სვანუკა!!! ბედნიერი მინდა იყო!!!!
02.01.2013 - 20:01
kapinio (48)
amitom ertmaneti avavsot siyvarulit da dadebiti talgebit
#1, 01.01.2013 - 21:17
01.01.2013 - 21:21
 

User
offline
offline iliakukava (65)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.