Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

(Ronnie Bird / Pierre Papadiamadis) რეი ჩარლზი – Say no more




სიტყვები კმარა,
ამას ვერასდროს გაიგებ, ვფიქრობ,
მე უარვყავი იგივე თხოვნა
– ჩემი სიცოცხლის!
სიტყვები კმარა,
ჩემს წიგნში სდუმან დამნაშავენი,
როცა ურცხვობის ბრალს მდებ – ვითომ და...
– შენც ხარ მართალი!
და გამუდმებით,
ცდილობ დათესო ჩემში სიმდაბლე,
ხელის კლოუნად ცდილობ ჩემს შექმნას,
თუ ვერ ვპასუხობ შენს ზე მოთხოვნებს...
და მაინც, მაინც
მიყვარხარ ამ დროს,
მაინც მიყვარხარ მოურჩენელად!
გინდა გაიგო მთელი სიმართლე?
ჩემში ჩასახლდა რაღაც შეცდომა
და როცა სულში გაშინაურდა,
შეწყვიტა მღერა თავისუფლებამ!
– ბლუზის ხანგრძლივი, რუხი ნოტები,
სიმებს სწყდებოდნენ და სანადიროდ,
როგორც მოხუცი დიასახლისი,
კვალში ჩამდგარი, მუდამ მდევნიდნენ...
თუმცაღა,
სიტყვები კმარა,
ძალმიძს, არ ვგავდე მეც, იოლ ნადავლს,
მაგრამ, შენს ხელთა თამაშის მიმართ,
მე ვარ უძლური!
დასანანია,
რამდენი რამე შგვეძლო გვექმნა!
მაგრამ ის დღენი გაქრნენ და მოკვდნენ,
არაფერი არ გრძელდება მარად!
მხოლოდ, მუდმივი
და უსარგებლო, დანაშაულის გრძნობა მიძღვენი.
ძალგიძს, რომ უკან, წარსულს შეხედო?
ნეტავ შენ ჩემში რა დაინახე...
თქვი, ეს იყო მართლა?
რა ერქვა – სიყვარული?
მითხარი...
რადგან შენ ფიქრობ ამაზე, როგორც
მიზეზზე, ჩემი დაცემის!
და სულერთია, – ვარ კურთხეული... მთელი არსებით... მე აქ ვარ!

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.