Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
NiNeLi blog

გონების ნახატი..

იცი... ზოგჯერ როგორ არ მინდა ხოლმე შენთან ლაპარაკი... უბრალოდ მინდა ჩემს გვერდით იყო და მეტი არაფერი.. უხმოდ... მარტო შენს სურნელს რომ ვგრძნობდე და არა სიტყვებისგან დამდგარი მტვრისას... შენი გულისცემა მესმოდეს და არა ათასჯერ გაცვეთილი სიტყვები, რომლებმაც დაკარგეს საერთოდ გრძნობა და ვეღარაფერს გამოხატავენ... ვერც სიყვარულს, ვერც მონატრებას, ვერც სევდას და ვერც... ხო, ვერც ბედნიერებას.
ახლაც კი თვალწინ მიდგას შენი სახე და ასე მგონია ამ სიტყვებითაც მის კონტურს ვხაზავ.. აი, მემგონი სახის ფორმა მიიღო უკვე, მაგრამ თვალები არ მახსოვს... ვცდილობ გავიხსენო, რომ მათი მონახაზებიც შემოვავლო და მაშინ ვიგრძნობ სიხარულს... სიხარულს, რომ გიცნობდი, სიხარულს, რომ მასწავლე ხატვა...
შემპირდი რომ არ იტირებ... რომ არასდროს მისცევ თავს უფლებას სისუსტე იგრძნოს და ცრემლს დანებდეს, დაუთმოს საკუთარი თავი გადასარეცხად... გთხოვ, ნუ წააშლევინებ ცრემლებს სახეს.. მე ხომ ეს ესაა მოვახერხე და დავხატე... მაგრამ მინდა იცოდე, რომ შენს ცრემლებსაც კი იმაზე დიდი ფასი აქვს, ვიდრე თავად ღირებულებაა...
მე კი ვზივარ ახლა და საკუთარ ოცნებებს ვსვამ... როგორი მათრობელა ყოფილა. არცერთ სასმელს არ შეუძლია ასე დათრობა... სულის დათრობა და არა სხეულის...
როგორ მენატრება ჩემი უფერო სიყვარული... თქვენ გგონიათ ის თეთრიაი.. სინამდვილეში რომ დაინახოთ მისი ფერი, მზის სხივს მიუშვირეთ პრიზმა და აღმოჩნდება, რომ თურმე თეთრი ფერიც მრავალფერია... პრიზმას კი ნუ დაუწყებთ ძებნას, ის ყველა ადამიანს აქვს თვალებში, უბრალოდ მთავარია სწორი მიმართულებით მიაბრუნო და მაშინ დაინახავ რა ფერადი ყოფილა სამყარო...
შენ კი ამ ფერებში უფერო ლანდივით ჩარჩენილხარ და როგორც უეცარი შუქი აჩენს თვალებში ლაქებს, შენც ასე ხარ ჩაფერილი ჩემს თვალებში და ყველგან დაგატარებ... შენი თვალებით ვუყურებ სამყაროს, შენი ფიქრებით ვაგებ ოცნებებს, შენი ხელებით ვეფერები მათ, შენს გულთან ერთად ვფეთქავ, როცა შენს სურათს მოვკრავ ხოლმე თვალს საკუთარ გონებაში და ასე უეცრად მოვარდნილი ნიაღვარივით მემღვრევა ყველაფერი თავში... ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, რომ ისინი ტკბილია... ტკბილი, როგორც შაქარი და ერთხელაც იქნება, მოვახერხებ მათ გახსნას გონების ნიაღვარში და სამუდამოდ გაქრება, ამოიშლება ჩემი თავიდან... მაგრამ, რაც დრო გადის, მით უფრო ვხვდები ამ იმედის უიმედობას...
გინდათ გითხრათ რა არის მონატრებაი - მარილი! აი რა არის... მარილი, რომელიც ვერასდროს გაიხსება, მას მხოლოდ ამღვრევა შეუძლია... ამღვრევა და შემდეგ დალექვა, რომ როდისღაც მოახერხოს და კვლავ აიმღვრეს გონებაში...

Tags:

 
Interesting
positive votes: 29  |  negative votes: 0

Write comment:

:):))
#5, 18.01.2013 - 16:33
ვაუ არაჩვეულებრივია ნუ მაოცებ ნინელი ))
#4, 13.01.2013 - 17:36
milan88 (34)
უბრალოდ მინდა ჩემს გვერდით იყო
#3, 13.01.2013 - 00:26
LoveAgent (32)
wminda mecnierulad tu mivudgebit, marili ixsneba wyalshi ). magram zogadad poeturi paraleli gamogivida )
#2, 12.01.2013 - 13:22
LoveAgent (32)
mdaaac
#1, 12.01.2013 - 13:12
12.01.2013 - 13:22
 

User
offline NiNeLi (27)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.