Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
mesxy blog

დოსტოევსკი / თვინიერი /ამონარიდი

ბრმა იყავი, ბრმა! მაგრამ მკვდარი ხარ, არ გეყურება! შენ რა იცი რა სამოთხეში გამყოფებდი. ჩემს გულში იყო ეს სამოთხე და იმ სამოთხეს მე შენ ირგვლივ ავაყვავებდი! ნუ გყვარებოდი, რა მოხდა მერე? ყველაფერი მაინც ისე იქნებოდა, მაინც ისე დარჩებოდა. ოღონდაც ყველაფერს მომიყვებოდი, როგორც მეგობარს – გავიხარებდით და გავიცინებდით ერთიმეორის შემყურე. გინდაც სხვა ვინმე შეგყვარებოდა. იმას კისკისით რომ გაჰყვებოდი, მე ქუჩის მეორე მხრიდან შემოგხედავდი… ოჰ, იყოს ასე, იყოს ასე, ოღონდ კი თვალი გაახილე თუნდაც ერთი წამით, მარტო წამით! შემომხედე წეღანდელივით, როცა წინ დამიდექი და შემომფიცე, შენი ერთგული ვიქნებიო! ჩემს თვალებში ყველაფერს წაიკითხავდი.

ჰოი, უმეცრებავ! ჰოი, ბუნებავ! მარტოდმარტო ვართ ყველანი ამ ქვეყანაზე – ესაა ჩვენი უბედურება! „არის კი ველად კაცი ცოცხალი?“ ყიჟინებს რუსი დევგმირი. დევგმირი არ ვარ და მეც ვყიჟინებ, მაგრამ არავინ მეხმიანება. ამბობენ, მზით უდგას სული ამ სამყაროსო. მაგრამ შეხედეთ მზეს, განა ისიც მკვდარი არაა? ყველა მკვდარია, ყველგან მხოლოდ მკვდრები არიან, მხოლოდ ადამიანები და ირგვლივ დუმილი – ესაა თქვენი დედამიწა.

„ერთმანეთი გიყვარდეთ, ხალხნო!“, – ვინ თქვა ეს? ვინ გვიანდერძა? რა უგრძნობელად, რა საზიზღრად წიკწიკებს საათი…

Tags:

 
Interesting
positive votes: 5  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.