Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
smally blog

თეთრ როიალზე ალუბლების ფეთქვა იღვრება...

შიშველ ზეცაზე

-თეთრ როიალს ატირებს გედი...

დღეს დასრულდება ფერწასული ამინდის გლოვა!

გაცრეცილ ფოთლებს მიყუჟული -

სიყვითლით ვთვრები!

და...

როცა ზეცამ ალუბლების ფეთქვით ითოვა

მემორიალზე აკიაფდა „მკრთალი ნათელი“

„ანგელოსების ს უ ნ თ ქ ვ ა ც დაშრა...

პოეტის სახლთან...“

- - -

დღეს!-

მერამდენე გადავთვალე კრიალოსანი?!

დღეს!-

რა ძნელია გააღვივო ტკივილის განცდა.

- - -

და -

დასრულდება ალუზიით მთვრალი პროფილი...

აქ...

ცისარტყელა, როგორც უწინ - ახლაც მრუშია!

ღრუბლების მიღმა თმაგაშლილი ანგელოსები

მემორიალთან ჩ ა უ მ ქ რ ა ლ ი კელაპტარია!

პ.ს. თეთრ როიალზე ალუბლების ფეთქვა იღვრება...

რიყის ქვაფენილს ისევ ვამკობ შავი ვარდებით!


Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.