Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
noza103 blog

დაღლილი მონოლოგი

თქვენ გიჟები ხართო – ასე გვითხრეს ერთხელ და სწორედ აქიდან დაიწყო ჩვენი თავისუფალი ცხოვრება...თეთრი კედლები...იმ გზაზე მივდიოდით რომელიც მთელი ცხოვრება თითქოს ფეხქვეშ გვაქვს,მაგრამ მაინც ვეძებთ.ჩვენ გიჟები ვართ,რადგან არასდროს გვიცდია გვეცხოვრა სხვების მსგავსად და მიგვებაძა ვინმესთვის თავის დასამკვიდრებლად.ჩვენი თავის იმედად ვმოქმედებდით მუდამ და თუნდაც განსხვავებულ აზრს და ხედვას ვქმნიდით.აქ ხომ ყველაფერი თეთრი და სუფთაა,თქვენთან კი ტალახისფერი.ჩვენ გიჟები ვართ რადგან შეგვეძლო გვეთქვა თეთრზე შავი მაშინაც კი,როცა ჩვენი განმსჯელნი მას საერთოდ წითლად ხედავდით.ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ თოვლი ზაფხულში და მზე სიბნელეში...მზიანია ეს ღამეც...თოვლივით თეთრია ეს კედლებიც...ფიქრები...იწყება,ისევ იწყება წარსულის მოგონებებით,გრძელდება აწმყოს გაურკვეველი ცვალებადობით და მთავრდება მომავლის შეუცნობადი მოვლენებით.რა ხდება თეთრი კედლების გარეთ...გზის მეორე მხარეს ვიღაც მეორად ნიღბებს უფასოდ ყიდის,ეს დაახლოებით იმხელა მანძილია,როგორც ცრემლიდან ბედნიერებამდე...იყიდება ნიღბები უფასოდ...ყიდულობენ დიდი სპექტაკლის პატარა მარიონეტი მსახიობები,რომელთა არტისტობაც დაუსრულებელი დეჟა–ვიუა...როგორიც ხართ სინამდვილეში,ზუსტად ისეთები რომ ყოფილიყავით ალბათ არ შემძულდებოდით,არც დედამიწა მომბეზრდებოდა.არ მიყვარს სიძულვილი არ არის თეთრი...პეშვებით დაგროვებულ ხსოვნის მონაცემებს დროდადრო ამზეურებს ფიქრი...ვერ იგებთ რატომ ვიცინით მაშინ,როცა გვტკივა...პასუხები არ ჩანს...პასუხები,რომლებიც მოთეთრო კითხვებს ბადებს...რაც იოლად გასაგებია,ნაკლები ფასი აქვს.უნდა ჩაუღრმავდე,სული გაიკვლიო...იქნებ სიგიჟეც თეთრი ნიღაბია?

შოთა ნოზაძე

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

პასუხები არ ჩანს...პასუხები,რომლებიც მოთეთრო კითხვებს ბადებს...რაც იოლად გასაგებია,ნაკლები ფასი აქვს.
#1, 28.01.2013 - 17:12
 

User
offline
offline noza103 (23)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.