Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nonachia blog
ისევ ავამღერე სულში გაზაფხული,
ისევ გამეტებით ვებრძვი ილუზიებს,
აზრებს ვერ უპოვე სხვა გზა,სხვა ბილიკი,
გულში მობიბინე გავხარ ლამაზ იებს.

წვიმის თქეშში მინდა ცეკვა სიყვარულით,
მთლად გაწუწულები ერთურთს,რომ ვერწყმოდეთ,
ტანზე მოხვეული ეს შმაგი ხელები,
ვნებას ათასმაგი სიგიჟით ელოდეს.
აწმყოს იმედების ღვარცოფს მოუვლენდე,
წამებს ვაჩერებდე შენით გადარეულს,
წარსულს არ ვახსოვდეთ,ტკივილს გავიწყებდე,
გრძნობა დაუმშვიდო შენს სულს,ფიქრს არეულს.
ვეღარ შეძლებ ჩემგან ისევ უბრად წასვლას,
ვეღარ გამიმეტებ,მერქვას კვლავ წარსული,
ერთად დაუმიზნოთ გრძნობა ჩვენს მომავალს,
ბედი "გამოვჭედოთ" ჯერაც არნახული...

/ალისა ელიაშვილი/

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline nonachia (38)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.