Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nonachia blog

მონატრებამ გამიჩინა იარა

გულში ენთო ერთადერთი ვარსკვლავი,
მონატრებამ გამიჩინა იარა,
სიყვარულის კიდევ მქონდა იმედი,
ისიც მოწყდა სადღაც ჩაიფრიალა.

მე მივნატრი იმ წუთებს და იმ წამებს,
როცა სახეს გინათებდა ღიმილი,
დავიჯერე ის ალერსი ვიწამე,
მაგრამ ახლა ამივარდა ტირილი.

რა ლამაზი იყო ჩვენი ოცნება,
მე ამურმა გულში მტყორცნა ისარი,
შენი ტუჩი დღეს აღარ იკოცნება,
თითქოს ვნახე სიყვარულის სიზმარი.

ჩვენი გრძნობა იყო რა გულსაკლავი,
სიყვარულის დაიცალა ფიალა,
ცაზე ენთო ერთადერთი ვარსკვლავი,
ისიც მოწყდა სადღაც ჩაიფრიალა.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline nonachia (39)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.