Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
xatuleba blog

"მამაკაცები ცოლს დაღლილობის გამო ირთავენ. ქალები კი იმიტომ თხოვდებიან, რომ ....“

"თუ ქალი მეორედ თხოვდება, ეს მხოლოდიმიტომ, რომ მას პირველი ქმარი ეზიზღებოდა,ხოლო თუ მამაკაცი ცოლს მეორედ ირთავს,მაშინ ის უცილოდ პირველ ცოლს აღმერთებდა.

"ნამდვილი სილამაზე იქ თავდება, სადაცინტელექტი იწყება"

"ინტელექტი თავისთავად ანომალიისერთ-ერთი სახეობაა და ყოველნაირი სახისჰარმონიულობას აცამტვერებს"

"
ქორწინების მთავარი მომხიბვლელობა ისაა, რომ სიცრუეს გარდაუვალსა და აუცილებელს ხდის ორივემხრისთვის"

"
ადამიანმა ყველაზე ფრთხილად მტრები უნდა შეარჩიოს"

"ახალგაზრდობა ის უძვირფასესი განძია, რომლის ქონებაც უდავოდ ღირს"

"მხოლოდ გონებადახშულ უბრალო ადამიანთა ჩვეულებაა, არ შეაფასონ და არ განსაჯონ გარეგნული მშვენება"

"დრო ხომ მეტად ეჭვიანია, ის გააფთრებით ებრძვის ახალგაზრდულ სიკაშკაშეს და არაერთხელ აღმართავს ხელს იმ წარმტაცი წამების წინააღმდეგ, რომელსაც შროშანებისა და ვარდობის თვე ეწოდება"

"ახალგაზრდებს სურთ ერთგულნი იყვნენ და ვერ ახერხებენ, ხანდაზმულებს კი გულით სწადიათ ღალატი, მაგრამ არ ძალუძთ"

"-შეძლებთ გაიხსენოთ რაიმე დიდი შეცდომა, ქალბატონო, რომელიც ახალგაზრდობაში ჩაგიდენიათ?
-ვშიშობ საკმაოდ ბევრიც
-მაშ კვლავ გაიმეორეთ ეს შეცდომები. ვისაც სურს ახალგაზრობა დაიბრუნოს, მხოლოდ ის სისულელეები უნდა გაიმეოროს, რაც მაშინ ჩაუდენია"

"მამაკაცები ცოლს დაღლილობის გამო ირთავენ. ქალები კი იმიტომ თხოვდებიან, რომ ფრიად ცნობისმოყვარენი არიან. ორივე მხარე ბოლოს იმედგაცრუებული რჩება"

"იმ დასკვნამდე მივედი, რომ ძირითადად ორი კატეგორიის ქალი არსებობს ამქვეყნად: ქალები, რომლებიც უარყოფენ ყოველგვარ კოსმეტიკას; და ქალები, რომლებიც მხოლოდ ამით არსებობენ"

"ერთგულება სიყვარულში, ისევე როგორც აზრების სიმტკიცე და ურყეობა, უბრალოდ უძლურების აღიარებაა"

"ჩვენ ბევრს რამეს მოვიშორებდით თავიდან, იმის შიში რომ არ გვქონდეს, რომ მას სხვები წაატანენ ხელს"

"ცდას არავითარი მორალური მნიშვნელობა არ გააჩნია, ადამიანები უბრალოდ ამ სახელწოდებით ნათლავენ თავიანთ შეცდომებს"

"ფული, დედა? ფულს რა მნიშვნელობა აქვს? სიყვარული გაცილებით დიდია ყველაფერთან შედარებით. ფული კი..."

"თუ სიღარიბე კარის ჭუჭრუტანიდან შემოიპარება, სიყვარული ფრთხიალით სარკმლიდან გაფრინდება"

"ქორწინების მთელი სიმახინჯე იმაშია, რომ ერთ-ერთი მხარე მაინც აქრობს ეგოიზმს. ეგოიზმის გარეშე ცხოვრება კი უფერული ყოფაა. ამ დროს ხომ ადამიანები ინდივიდუალურობას კარგავენ"

"ის ადამიანი, ვინც მხოლოდ სხვებთან შეთანხმებით არსებობს, საკუთარ თავთან მუდმივ უთნხმოებაშია"

"ქალები, როგორც ერთი გონებამახვილი ფრანგი ამობოდა, ამქვეყნიურ უდიდეს იდეალებსა და საქმეებს შთაგვაგონებენ, მაგრამ გამუდებით ხელს გვიშლიან მათ განხორციელებაში"

"არის თურმე ისეთი წუთები, როდესაც ცოდვის ჩადენის წყურვილი, ან რასაც ქვეყანა შეცოდებად უთვლის ადამიანს, ისე მომძლავრდება და გაბატონდება ადამიანის სულში, რომ სხეულის ყოველი უმარტივესი უჯრედი ფრიად სახიფათო ინსტიქტებით იწყებს მოძრაობას და სამოქმედოდ ემზადება. ასეთ წამებში, როგორც კაცი, ისე ქალი საკუთარ თავს ვერ იმორჩილებს და ნებისყოფას მთლიანად კარგავს. ისინი ამ დროს დასაღუპად განწირულნი ავტომატურად და თვითშეუგნებლად უფსკრულისკენ მიისწრაფვიან. მათ სხვა გამოსავალი არ დარჩენიათ. გონება კი სრულიად კვდება, ან სამუდამოდ დუმს. ან თუ ცოცხლობს, ესწრაფვის მაცდუნებელი ამბოხით წეწდეს ცოდვის ჩამდენის მთელ არსებას და ამ დიდ დაუმორჩილებლობას განსაკუთრებული მიმზიდველობით მოსავს"

"ადამიანის წარმოსახვა აიძულებს სინდისის ქენჯნას ფეხდაფეხ სდიოს ჩადენილ ცოდვას, დიახ, მხოლოდ წარმოსახვა ქმნის ჩვენ წინაშე და მოელის იმ ენით აღუწერელ შემაძრწუნებელ შედეგს, რაც თითოეულ ჩადენილ ცოდვას უნდა მოჰყვეს თან"

"მოხუცებულობის ტრაგედია ის კი არ არის, რომ ადამიანი ხანდაზმულობას აღწევს, არამედ ის, რომ სული მარად ახალგაზრდა რჩება"

" სულისა და სხეულის ჰარმონია, ოჰ, რა დიდებულია ეს ყოველივე! ჩვენ, ადამიანებმა ჩვენი უგუნურებით ერთურთს დავაშორეთ ეს ორი, და გამოვიგონეთ ვულგარული რეალიზმი და უშინაარსო, არაფრის მაქნისი იდეალიზმი."

"სამყაროს ჭეშმარიტი საიდუმლო სწორედ ხილვადშია და არა უხილავში"

" -ხელოვნებაზე რაღას იტყვით?
-ხელოვნება სნეულებაა
-სიყვარული?
-ილუზიაა მხოლოდ
-რელიგია?
-ეს ხომ თანამედროვე რწმენის შენაცვლება გახლავთ უბრალოდ"


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.