Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nonachia blog

რომ იყო გლახა.........

"გუშინ შევნიშნე მე შორიდან უცნობი ლანდი.
გახუნებული, დაძონძილი სამოსი ეცვა.
სახეზე ჰქონდა მას ფერმკრთალი, ყვითელი კანი,
წელში მოხრილი, ფერმიხდილი უღონოდ იდგა.

სული შემიძრა ამ სურათმა და უცბად შევკრთი,
თავი დავხარე და ვიფიქრე, რომ იყო გლახა.
მინდოდა მეთქვა, რომ ცხოვრება რთულია, ვიცი,
მაგრამ მივხვდი, რომ უაზროა სიტყვების ნაყვა.

მაინც მივედი, ხელი მოვდე, გავმართე წელში.
გავუღიმე და მისი ხელი მომეჭდო მაგრად,
მე დავიბენი, არ მენახა ასეთი თვალი,
მასში მოჩანდა ამ დარდების სიღრმე...თან მალვა.

ვერ ვისაუბრეთ, მას უჭირდა, რომ ეთქვა მისი
განვლილთა დღეთა ირონიის დრამასთან შერწყმა.
მე სკამზე დავსვი და დავდუმდი, მომადგა ცრემლი.
სუნთქვა აჩქარდა... და ვფიქრობდი რა მომდის ნეტავ?

დიდხანს ვიჯექით ასე ორნი, მე და უცნობი
და დაკვირვების შემდეგ მივხვდი - არის მსგავსება.
შიშმა შემიპყრო და უეცრად ავფორიაქდი
და წამოდგომა დავაპირე, მომინდა წასვლა.

მაგრამ მომესმა ხრინწიანი, მე ხმა ნაცნობი.
– მე ვიცი შენი ინტერესი, საიდან გაჩნდა.
შენ შეამჩნიე ეს მსგავსება, მსგავსება დიდი.
რომელიც არის ჩვენ ორს შორის... თვალებმა გამთქვა.

მე მომავალი ვარ უცნობი და თან ნაცნობი.
მაგრამ კიდევ გაქვს შენ დრო იმის, რომ გახდე სულ სხვა.
შენ შენს თავს ხედავ, მე ვარ შენი ცოდვილი ლანდი.
წელში მოხრილი, ფერმიხდილი, უღონო გლახა!

ეს სიტყვები თქვა და უეცრად, როგორღაც გაქრა.
ვეღარ ვიხილე მე ლამაზი, თვალები მისი.
და მე დამტოვა ასე - თავზე მთელი ცა დამცა,
მივხვდი, რომ ვნახე და ვიხილე დიადი ღმერთი!"


ნიკა ნორიელი

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline nonachia (39)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.