Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nonachia blog
"დახუჭე თვალები, ქარია ქუჩაში,
ბავშვები დამალეთ, ქარიშხლის ფერი აქვს
ცას, მოსწყდნენ წვეთები ნაგროვი მუჭაში,
ბავშვები დამალეთ მოძღვრები მღერიან.

ოქროსფერ სიმებზე უკრავენ თითები,
პარაკლისს იხდიან ცანი და ცათანი,
აღარვის ადარდებს ვინ გაჩნდა პირველი,
წვიმა თუ ღრუბელი, კვერცხი თუ ქათამი.

ლეწავენ ბორკილებს მართალთა სულები,
ქუჩაში დაძრწიან კივილით ქარები,
ფიფქივით დნებიან სულ განაბულები
და ღრუბლებს მისდევენ ოხშივრად ქალები.

დახუჭე თვალები, შეშლილი თვალები,
სისხლიან აკვანში ტირიან ჩვილები,
ქუჩაში დაძრწიან კივილით ქარები,
დედებო დამალეთ, დამალეთ შვილები!

მდინარის ნაპირებს, ავსებენ გვამები,
სისხლი წვიმს ზეციდან, ა დ მ ი ა ნ ე ბ ი ს,
დედებო ჩაიცვით, ჩაიცვით შავები,
მოკლულთა ლეშსს ჭამენ, სისხლს სვამენ სვავები.

და სადაც ლეშია მოდიან ორბები,
ზეცაში ქარია, ჭექა და ქუხილი,
გარბიან ბავშვები, გარბიან მშობლები,
ნაგვიანებია - მოთქმა და წუხილი!

დამალეთ კლდეებო, დამალეთ მატლები,
ცეცხლშია სამყარო, კვდებიან ხეები,
ტირიან ფოთლები - ვნცარდებით, ვნაცრდებით,
წამივით გარბიან, მიჰქრიან დღეები.

სულგანაყიდავი სუსტია სხეული,
სიცივემ არ იცის სინორჩის დანდობა,
ვინც იცის, მადლია თუ ჭირი ჩვეული,
-ადამიანობა, ადამიანობა?!...

დახუჭე თვალები, კვდებიან ბავშვები,
სამყარო სრულდება, რა საოცარია,
დნებიან ცრემლებად სირცხვილით დამწვრები,
დახუჭე თვალები - სიცოცხლე მკვდარია!

(სამყაროს ჯერია, გოლგოთა მოელის!
აქ გაასამართლეს, სხვამ იცის დანარჩენი,
ადამიანია საშიში ცოხველი,
და დრო სიყვარულის არის განაჩენი!)

დახუჭე თვალები მზემ ძალა დაკარგა,
სინათლის ანგელოზს წყვდიადი იმონებს,
ადმაიანობა? - არაფრად არ ვარგა!
სრულდება სამყარო და ვინ რას იღონებს?..

მსჯელობენ მსოფლიოს ბრძენნი და მეტყველნი,
გადაწყდა მისია სიცოცხლის მოკვლაა,
ჯვარს აცვეს მატლებმა სამყაროს შემქმნელი,
ახლა კი ჯვარცმულის მეორედ მოსვლაა!!"


თორრნიკე ნაროზაული

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline nonachia (39)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.