Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nonachia blog

მადლიერება

"მადლიერების დღეს, ერთ–ერთ ამერიკულ გაზეთში, მოთხრობილი იყო მასწავლებელ ქალზე, რომელმაც ბავშვებს სთხოვა დაეხატათ ფურცელზე ის, ვინც ან რაც მათში იწვევდა მადლიერების გრძნობას.

სანამ ბავშვები ხატავდნენ, მასწავლებელი დამწუხრებული ფიქრობდა იმაზე, თუ რა ცოტა მიზეზი გააჩნიათ ამ ბავშვებს უღარიბესი ოჯახებიდან იმისთვის, რომ იყვნენ მადლიერები.
მან იცოდა, რომ ბავშვების უმრავლესობა დახატავდა რაიმე საკვებს და ცოტა არ იყოს შეცბუნდა, როცა დუგლასმა მიაწოდა თავისი ფურცელი, რომელზეც ხელის მტევანი იყო გამოსახული.
„ეს რა ხელია?“ კლასი საგონებელში ჩააგდო ამ აბსტრაქტულმა ნახატმა.
– ეს ალბათ ღვთის ხელია, რომელიც საჭმელს გვაძლევს, – თქვა ერთმა.
– არა, ეს ფერმერის ხელია, – თქვა მეორემ – იმიტომ რომ მას მოჰყავს მოსავალი.
და ასე ყველა გაიძახოდა თავის ვერსიას.
ბოლოს, როცა კლასი დაწყნარდა, მასწავლებელმა ჰკითხა ბიჭს, თუ რა იყო ეს.
– ეს თქვენი ხელია, მასწავლებელო, – თქვა ჩუმად დუგლასმა.
და მასწავლებელს გაახსენდა თუ როგორ ჩასჭიდებდა ხოლმე ხანდახან,შესვენებების დროს, ხელს ამ პატარა, მუდამ მოწყენილ ბიჭუნას და მზრუნველად მიაცილებდა მას კლასამდე. ის ასე ექცეოდა ყველას, მაგრამ დუგლასისთვის ეს აღმოჩნდა ძალზე მნიშვნელოვანი.
მასწავლებელი სულით ხორცამდე შესძრა მადლიერების ამ ჟესტმა. შეიძლება ეს იყო საერთო მადლიერების გამოხატვა არა იმ მატერიალური სიკეთისთვის, რომელიც ჩვენ გვეძლევა, არამედ შესაძლებლობისთვის, გავცეთ თუნდაც მცირედი ნაწილი ჩვენი ადამიანური სითბოსი და სიყვარულისა…“


Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline nonachia (39)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.