Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nonachia blog

მანდ ბარში........

"რას სჩადი სირცხვილ ას, ბობოქრობს ბებო და
პაპასაც სახეზე ეტყობა სიბრაზე...
როს დახოლ დაფლეთილ ,დაგლეჯილ შარვლითა
ქალა ხარ,დაგეტყოს სულ ცოტა სინაზე.
ჩვენთან როს ისევე ჭრელჭრულად დადიან,
მაგ ქალაქს ნუ დახოლ ბებოს მზევ ეგეთა,
ვინამე დაგცინებს, არცა რა მწადია,
არ გნახონ სირცხვილ ას ქალაქში ჩვენებმა.

ამბავს მამიტანენ, შენ ქალა ვნახეთო,
ტანზე ჩამაფლეთილ ეცვაო "ჯინსები"
ეგ რაღა ჭირია ვიკვირვებ ჩემთვი და
გულში გამოუცნობ სიბრაზით ვივსები.
ზამთრის პირს შევტეხავ შენ წინდის ქსოვაში,
ღრუბლებს არშიებად ჩავაქსოვ სიყვარულს,
აქ ჩვენთან არაკებს ვიხსენებთ თოვაში,
თქვენ თალხ გაზაფხულებს აყოლებთ სინანულს.
აქ მთაში ისევე არაყით ვმკურნალობთ,
კეცეულთ ჩავახვევთ ცხელცხელას ერბოში,
მანდ ქალაქს რაადამ სდიეტობთ, სულძაღლობთ,
ჩვენთან ხინკლიან ქვაბებ სდუღს ჭერხოში.
როს მახოლ იქნება მაუსწრო გაზაფხულს,
აქ წყალნი სტირიან, შამავრჩით ჩვენ ორნი,
პაპასაც სიბრაზე ერევა დაზაფრულს,
მიწას შაუჭამავს სულყველა ჩვენ სწორი.
აქ ჭერად გვახურავს ქათიბი ნისლისა,
თქვენ სხედხართ უსახურ "რკინაის ყუთებში"
წამები საჩვენოს თვეებად მიდისა,
მანდ ბარში ცხოვრება თავდება წუთებში."

ქეთი ზვიადაური

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline nonachia (39)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.