Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nonachia blog
"რა გალეულს და ფერწასულს გხედავ,
ჩემო პაწია, ცოდვილო დედა,
ვაიმე, როცა საშოში მჭრიდნენ
რაიმე ხომ არ გატკინე ნეტავ.

არ შეგეშინდეს, შვილი ვარ შენი
შენი ტანჯული სისხლი და ხორცი
ნიავი ვარ და მგონია გშველი
სიცხიანს, მწუხარს კულულზე გკოცნი.

მაგ ბავშვურ შუბლსაც გიკოცნი მორცხვად
გაბუტულ ტუჩსაც, ბავშვურად ლამაზს
ახლა სული ვარ და უფალს ვლოცავ
შენს გადარჩენას ვულოცავ მამას.

მადლობა უფალს რომ არ დაგღუპა
არ დამიობლა ძმები და დები
მე კი ბარტყივით ტანშეუბუმბლავს
ცად ანგელოზმა მაჩუქა ფრთები.

როგორ მინდოდა, მეც მოგსწრებოდი,
მეც გამეხარა ამ სამზეოთი
მეც დამეძახა შენთვის "დედიკო"
და მამას ყელზე შემოვხვეოდი.

ჩარგული ვიყავ მომავლის ფიქრთან
როგორც პეპელა ყვავილში რგული
დაბადებამდე რამდენი მიკლდა
ითვლიდა ჩემი პაწია გული.

ალბათ გგონივარ დაღლილი სხივი
ალბათ გგონივარ სუნთქვა სიოთა
შენ ხომ უძლებდი საკუთარ ტკივილს
მე კი, ძვირფასო, შენიც მტკიოდა.

თურმე ტყუილად მომიხაროდა
შეხვედრა შენთან, დებთან და ძმებთან...
ახლა მოგტირით სხვა სამყაროდან
არარაობის ჩრდილი და სევდა.

რად გააწბილე ღვთის იმედები,
რატომ შეშალე და გაამრუდე
ანგელოზების და პლანეტების
კეთილი გათვლა და ვარაუდი?

ჰოი, დედებო, რა პასუხს აძლევთ
რას ეუბნებით წარსულს და ხვალეს
ვინ მოუაროს ვაზივით გამძლე
დიდების მსურველ პატარა მხარეს?

ვინ მოუაროს შენს ზვრებს და ანბანს
შენს ხმებს, ჩუქურთმებს, იმედებს, სიზმრებს.
მაგ ცოდვას რაღა მირონი გაბანს
და მაინც გამშრალ ტუჩებზე ვიმცვრე.

მირონო, ჩემი მიწის მირონო,
იმედო, რწმენავ - სული მენახე.
სულ იარაგვე, სულ ირიონე,
სულ იჯეჯილე, სულ ივენახე.

კიდევ სად არის სხვა საქართველო?
ჰყივის ლექსი და ციხის ქონგური,
მიწაში დედავ... და ვინ დათვალოს
შვილი და ძირი, ჩემებრ მოკლული.

თუ სვეტიცხოველს ვერ ავაგებდით,
"ვეფხისტყაოსანს" თუ ვერ დავწერდით
მაინც ზედმეტი და მოსაკვეთი
არ ვიქნებოდით შენთვის არც ერთი...

შვილთა სიმრავლე დაგბედებოდეს
მტრედის გუგუნი და მუხის ჩერო
ჩხებით, აკვნებით და ბუდეებით
ამაღლდი ჩვენო ფუძევ და ჭერო!"


შოთა ნიშნიანიძე

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline nonachia (39)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.