Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nonachia blog

"როგორც ყოველთვის ახლაც ვზივარ და ვფიქრობ, ვფიქრობ იმაზე რა მაქვს საფიქრალი. თითქოს ცაზე გამეფდა სიბნელე სარკისმაგვარი და შიგ ჩემი ცოდვილი და შეუფასებელი თავი დავინახე. მივხვდი თურმე რამდენი გზა მაქვს წინ, ამ სიმრავლემ კი მთელი ცხოვრება ამიბნია. რას ვეძებ, რა მინდა, რა მსურს არ ვიცი. ვბზრიალებ და ირგვლივ ვერაფერს ვხედავ, ვბზრიალებ ერთ ადგილზე გაშეშებული და მიწა მეცლება, ვბზრიალებ და ვბზრიალებ ასე დაუსრულებლად, თან არც კი მღლის ეს ბზრიალი, რადგან ვხედავ რომ სხვა არც არაფერი დამრჩენია. მივდივარ თვალებაკრული და წარმოდგენა არ მაქვს სად შეიძლება გადავიჩეხო. ვფიქრობ რომ ჩემი სხეული ძალიან პატარაა ამდენი ტკივილისთვის. მე თქვენ გაგექცევით, მე ყველას და ყველაფერს გავექცევი, მაგრამ ერთადერთი რასაც ვერ გავექცევი - საკუთარი თავია, რომელმაც სამყარო შემაზიზღა. გამიგია, რომ ადამიანს შეუძლია დაიხრჩოს ცხოვრების სიამოვნებაში. მე მშურს მათი, მე მართლა მშურს ბოროტი შურით, თან მეშინია, მეშინია ღმერთის, რომელმაც სული შთამბერა, დაწყევლილი სული. შენ მე მიცნობ, მაგრამ არ შეგიძლია იცნობდე საკუთარ "მე"-ს, საკუთარი თავის ცნობა ხომ ყველაზე რთულია. მე შემიძლია გითხრა, რომ დავიღალე და ვითხოვ შველას. ვითხოვ დასაყრდენი მომაწოდონ და მომწოდებელი არავინ მყავს, სულ მარტო ვარ! თითქოს ტანზე ტანსაცმელი კი არა კანიც შემომეძარცვა, დავრჩი გაშიშვლებული საკუთარი თავის ამარა და მეცოდება ჩემი თავი ამ საშინელი გრძნობით.
გავიდა დღევანდელი დღეც, მაგრამ როგორ გავა ხვალინდელი ეს კიდევ საკითხავია. მე წავალ, მაგრამ იცოდე სული არ წამომყვება, რადან მას სურს მათთან, ვისთანაც შვებას გრძნობს.
მე მივლია ბევრი ადამიანის სულსა და ცხოვრებაში, მაგრამ იქ მხოლოდ ის ურნებია, სადაც საკუთარ თავს დამპალ საკვებად ასაღებენ. შენ არ იცი რამდენად ძლიერია ზიზღი, რომლითაც საკუთარი თავი მეზიზღება...
ახლა გარეთ ვიხედები და ვხედავ მთვარეს, ვერც კი ვხვდები რამდენად ლამაზია. ჩვენ არ ვიცით ფასი არსებობის და არც ვართ ღირსი..."

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline nonachia (39)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.