Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
budzgi777 blog

მთიდან მონაწერი

შენ ქალაქში ხარ, მე მთაში,
როგორ აგიხსნა, რა ხდება,
მანდ ოცნებები კვდება და
აქ ასე ვფიქრობთ- ახდება.
მე თბილად ვზივარ ღუმელთან,
შენ ალბათ თბები "კარმებით"
მუხლამდე ჩექმა გაცვია,
აქ კი დავდივართ "ქალბნებით"
მე ლამპის შუქზე ჩავფიქრდი,
შენ ალბათ, ჭაღი გინათებს,
გარეთ ცის მადლით გავდივართ,
მანდ ლამპიონი ინათებს.
მე ფურცელს ვჯღაბნი რითმებით,
ვცდილობ ავაწყო ტაეპი,
შენ ალბათ "ლეპტოპს" უზიხარ
თან "ფაცებოოკზე" გაები....


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline budzgi777 (26)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2018 Face.ge - all rights reserved.