Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
marushk blog

მე მჯერა მოვა ბედნიერება

მე მჯერა მოვა ბედნიერება,
ჩამიკრავს გულში მოლოდინით უზომოდ დაღლილს,
გამინადგურებს მარტოობის ყოველგვარ სამხილს...
მე მჯერა მოვა ბედნიერება...
კვლავ დამიბრუნებს რწმენას ოცნების და ხედვას მხატვრის,
გულს აათრთოლებს ბედნიერად ყინულებს მიღმა,
მე მჯერა მოვა ბედნიერება,
კვლავ მაიძულებს გაღიმებას, შეგრძნებას ნატვრის,
დამამშვიდებელს მე მეტყვის სიტყვას...
გააფერადებს ქვეყნიერებას...
წამოაყენებს სულს – დაცემულს ხელახლა ფეხზე...
და ნაირფერი საღებავით შემილამაზებს
ნაცრისფერ დღეებს,
მე მჯერა მოვა ბედნიერება!
და აღარასდროს ასე უგულოდ არ მიმატოვებს.
ნაზი ალერსით დამიამებს ჭრილობებს სულში,
მე მჯერა მოვა ბედნიერება
და მიუხურავს სამუდამოდ კარს სიმარტოვეს,
ეკლების ნაცვლად ააყვავებს ყვავილებს ნუშის.....

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.