Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iliakukava blog

ბერი და ცოდვილი! (სათაური მე დავარქვი!)



აი, მოვიდა აღსარების, მონანიების ჟამი...

მივემგზავრები, ალბათ დამრჩა ორიოდ წამი,

მინდა მოგიყვეთ, სანამ ვიარო ვალით?!

ხომ მომიტევებთ? ვეღარ გხედავთ თვალით...


როგორ დავიწყო, არც კი ვიცი, თავი,

მარტო ვარ და მიტომაც ვარ ავი...

აი, ვიწყებ, ჩამოვთვალო? არის ძალზე ბევრი,

უსაზღვროა ცოდვის წყება, ვით უძირო ქვევრი.


ბერი მისმენს თავჩაღუნვით, თან კითხულობს ლოცვას,

მომისმინეთ, ამ ჩემს სიტყვებს ნუ დაარქმევთ ბოდვას!

ბერო! ერთიც მომისმინე, გულში რაღაც ჩამრჩა...

ბერი ჩამოჯდა და მეც დავიწყე, რაც სათქმელი დამრჩა:


მე მომიპარავს, მე მიცემია, მოწყალება არ გამიცემია,

ბევრიც ტალახში წამიქცევია, წაქცეულისთვის ყურადღება არ მიმიქცევია,

სტუმრები სახლიდან გამიქცევია, შესანდობარი არ დამიქცეევია,

არ მიპატიებია, თავი ამ ცოდვებით შემიქცევია!!!


ბერი წამოდგა და პირჯვარი გადაიწერა,

ჯვარზე მამთხვია, ფურცელზე ლოცვა გადამიწერა,

წაიკითხეო! ჩურჩულით თითქოს მიბრძანა,

თვითონ კი, აუჩქარებლად, კარებთან მიბრძანდა.


უცებ მოტრიალდა, ბოლო ცოდვაო რად არ ახსენე?

მომიახლოვდა... ისევ ჩამოჯდა... გადამავიწყდა! შენ შემახსენე!

თუ რად დალიე ეგ საწამლავი?! თვითმკვლელობა ცოდვაა დიდი!!!

ვიცი მამაო, თუ რა ცოდვაა, აღარ ვიქნები მშვიდი!


მომიყევიო და მეც დავიწყე, ის გავიხსენე – სათნო და ნაზი...

ვერ ავიტანე მე ის სხვა კაცთან, რად გამახსენე ის ანგელოზი?

დაგჭირდებაო ანგელოზები სასუფეველში, მითხრა და წავიდა...

ამინ! წარმოვსთქვი, თეთრი ღრუბელიც ამ ჩემს საწოლთან მოვიდა...


P.S. ავტორი არ ვიცი! ძალიან მომეწონა! ნიჭიერი ადამიანის ნაწერია!!!


Tags:

 
Interesting
positive votes: 14  |  negative votes: 0

Write comment:

teamasi (44)
როგორ დავიწყო, არც კი ვიცი, თავი,

მარტო ვარ და მიტომაც ვარ ავი...
-------------------------------------------------------------
უსაზღვროა ცოდვის წყება, ვით უძირო ქვევრი.
#4, 12.02.2013 - 21:31
დაგჭირდებაო ანგელოზები სასუფეველში, მითხრა და წავიდა...
13.02.2013 - 01:49
giototti (31)
დაგჭირდებაო ანგელოზები სასუფეველში
#3, 12.02.2013 - 15:04
რად გამახსენე ის ანგელოზი?
*HI* *THUMBS UP*
12.02.2013 - 17:29
აი, მოვიდა აღსარების, მონანიების ჟამი...

მივემგზავრები, ალბათ დამრჩა ორიოდ წამი,
#2, 11.02.2013 - 22:40
მინდა მოგიყვეთ, სანამ ვიარო ვალით?!

ხომ მომიტევებთ? ვეღარ გხედავთ თვალით...
12.02.2013 - 00:03
თვითმკვლელობა ცოდვაა დიდი!!!
#1, 11.02.2013 - 01:47
დაგჭირდებაო ანგელოზები სასუფეველში, მითხრა და წავიდა...
11.02.2013 - 02:29
 

User
offline
offline iliakukava (64)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.