Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
GLL blog

იმ ღამეს თოვდა ....

იმ ღამეს თოვდა,თოვდა და თოვდა,და შენ გეძინა სიცივით დაღლილს,გარშემო ცივი სანთელი კრთოდა,და ივსებოდა სიცივით სახლი.და შენი ტანი გრძელი და თხელი,მკვეთრი ხაზებით მოჩანდა ბნელში , და შენი ხელი,გამხდარი ხელი,მკვდარი ჩიტივით მეჭირა ხელში,შენ კი გეძინა სიცივით დაღლილს,გარეთ კი თოვდა ,თოვდა და თოვდა......



**********************************************

ქალი მზე არის,
კაცი - მთვარე...
ასეა ჩემთვის...
წლობით დასდევენ ერთიმეორეს.
ის მიკვირს მხოლოდ:
როცა ბოლოს ხდება მაინც
მათი შერწყმა - მზის დაბნელება
და ვნებაც მიდის თავის დინებით,
რად ირინდება მთელი მსოფლიო?
რად უყურებენ მათ სიყვარულს
დაბურული შავი მინებით?!..


Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

GLL (38)
გუშინ სიჩუმის პურის ჭრისას
გრძნობა გამეჭრა
და ჭრილობიდან სიმარტოვე ვერ შევიჩერე
თქვენ ხომ არ იცით
რამდენ ასეთ წვიმად დამიჯდა
სიზმრის სიჭრელე.

სამი კვირაა
ჩამისახლდა სახსრებში წვიმა . . .
#12, 12.03.2014 - 23:39
lu4
ზოგჯერ სიყვარულს სჭირდება მალვაც
რათა დავიცვათ ის ჩვენსა გულში...
ვიცი სიყვარულს სჭირდება გახსნა თუმცა
შურის და ბოღმის ხალხსა რა დალევს ქვეყნად
როცა ბედთან ხარ ...
#11, 12.03.2014 - 23:36
lu4
ალბათ არსებობს ვიღაც ამ გულში
ვინც მე მეძახის რომ ამოვუშვა...
მაგრამ არ ვიცი ეს გასაღები ვისთან ვეძებო
ვის დავეკითხო...
ვიცი რომ სადღაც პასუხი არის
ვიცი რომ ერთხელ მოვდივართ ქვეყნად!
ვიცი რომ მე მისთვის ვცოცხლობ დღემდე...
მაგრამ კი როდის იქნება ეს დრო?!
#10, 12.03.2014 - 23:24
ამოიზრდება სულში ვით ალვა, კითხვა ... და პასუხს არ მცემს არავინ,
ნეტავ რად უნდა სიყვარულს მალვა, რა აქვს სიყვარულს დასამალავი?
12.03.2014 - 23:30
lu4
არ მსურს ცხოვრება მუდამ ლოდინში
მუდამ შიშში რომ დრო კვლავ გამასწრებს...
წარმავალია ყოველი წუთი
წარმავალია ჩვენი ცხოვრება ...
ვიცი რომ სული მოდის 12-ჯერ
ჩვენ კი ვარსებობთ ერთხელ და ბოლოს...
#9, 12.03.2014 - 23:00

ნუ დაიჩოქებ, თორემ ძნელია წამოდგომა,
თუ შენი აღარ დაგრჩენია,
სხვისთვის იციცხლე!
თუ ბედნიერი არ იქნები,
სულ ერთი ბეწო სიხარულისთვის მაინც იცოცხლე!
12.03.2014 - 23:16
lu4
ნეტავ შემეძლოს ნეტავ ვიცოდე
რით გავაჩერო დრო წარმავალი ...
ის სულ წინ მიდის არ იხევს უკან ...
არ ფიქრობს ჩვენზე,არ ფიქრობს ღმერთზე
ის თვის ღმერთია ... და მე არ ვიცი
რატომ ან რისთვის აღარ ჩერდება არც ერთი წამი ...
#8, 12.03.2014 - 22:50
დროს მოვუფრთხილდეთ , დრო ყველაფერს ცვლის ,
ვიცხოვროთ მუდამ მეტის მოტივით ...
12.03.2014 - 22:53
lu4
ნეტავ შემეძლოს ასე იოლად
ასე მარტივად ...
ბედის აღება,ბედის არჩევა
ეს ხომ არ არის ჩემზე.. გრძნობებზე
ყველგან სირთულე,ყველგან შიშია
ყველგან კითხები... შევძლებ კი ამას?
#7, 12.03.2014 - 22:42
აღარ დახედო,
მე გთხოვ, საათს აღარ დახედო...
მე ასე მინდა...
მე გავაჩერებ ყველა საათს,
მაჯის თუ ჯიბის…
პატრონის სითბოს რომ ინაწილებს
და მორიდებით , შეახსენებს წარმავალობას...
12.03.2014 - 22:45
GLL (38)
"ახლოს,
სულ ახლოს ჩამიქროლა ბედნიერებამ,
ახლოს,
სულ ახლოს,
ზედ ყურისძირთან.
მომელამუნა მაგ თმებივით,
მაგ ჩურჩულივით
და აცდენილი ტყვიასავით გაიზუზუნა..."
#6, 12.03.2014 - 22:38
lu4
ვით ბედნიერი ამავ დროს მწარე
მტკივნეულია ბედნიერება ...
მაგრამ შესაძლო წამიც საქმეა ...
ამა წამიერ სამყაროს შიგნით.
#5, 12.03.2014 - 22:35
სულ შორს მიჰქრიხარ?
რა გესწავლება, ბედი ახლოა.....
..........მთაში თუ ბარად.......
ოღონდ, ისწავლე ხელის ჩავლება,
ბედნიერება აქვეა მარად......
12.03.2014 - 22:38
lu4
ვით სილამაზე ვით ოცნებები
ნდოის წიაღში ერთია მარად
ვფიქრობ ოდესმე დადგება დრო კი?!
როცა ვიტყვი რომ ბედნიერი ვარ ...
#4, 12.03.2014 - 22:24
...ნუ დაუჯერებ წამით სიხარულს - აფერისტია ბედნიერება..
12.03.2014 - 22:29
lu4
უნებურად მივყევი ამ ლამაზ სტროფებს
ვენდე ოცნებებს,ვენდე ჩემს გრძნობებს ...
მივხვდი ვით ნაცნობს,ვით რაღაც კითხვებს,
გრძნობის უფსკრულით არ ჩავიძირე
რათ მომეჩვენა ლამაზი სული ...
თითქოს ამ ლექსში ...
#3, 12.03.2014 - 22:15
დროს გაუფრთხილდი!
სილამაზე თავად დროშია ....
12.03.2014 - 22:21
1  2  [»] 

© 2018 Face.ge - all rights reserved.