Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
cicicici111 blog

ქარვის თვალები უღიმოდა ყურძნის აკიდოს

ქარვის თვალები უღიმოდა ყურძნის აკიდოსშენ არ წახვიდე ამ შემოდგომას არ გადამკიდო,ამ ფერებს მწიფეს ,დადუღებულს სისხლში,რომ ბრუნავს

შენი ტუჩების გემო დაკრავს ხომ იცი გულაბს...

გვალვაჩამდგარი საწნახელი დაალბო ცრემლმა

ადესის მარცვლებს დადენილმა,ტკბილი შხეფებით

ეს სხვას გონია,რომ ვუსინჯავ გემოს ღოღნაშოს

არადა ფიქრში,ჯერ უკოცნელ ტუჩებს ვეხები...

ნუ გადამკიდებ შემოდგომას დავმარცხდი უკვე

ამ ჭრიჭინებმაც მიიტაცეს სმენა რითმებად,

გათიბულ ბალახს ავუკეცავ მხრებიდან ფერდობს

და ვიმყოფინებ მოსულს ჩემთან თუნდაც ფიქრებად...

მაჭრობის თვეა,

ერქვას ჩვენი,მისი და მისი

იყავი ღირსი ამ ფერების ,ვქუხვარ თუ ვქარობ...

შემოდგომაა, გამაგიჟა ბადაგის სუნმა

მაჩუქე გული ჩაშაქრული,ლამაზო ქალო


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline cicicici111 (35)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.